მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” კიდევ 12 წევრი წარადგინა

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” კიდევ 12 წევრი წარადგინა

საზოგადოებრიივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” კიდევ 12 წევრი წარადგინა: ეს ადამიანები არიან: 1. ალექს ბოლქვაძე – ადვოკატი; 2. ნიკა ჩერქეზიშვილი – პოეტი; 3. ამირან ფაჩუაშვილი – ადვოკატი; 4. თამარ შავგულიძე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი; 5. ნია ჭაჭიაშვილი – მასწავლებელი; 6. ბექა მიქაძე – ახალგაზრდა გამომგონებელი; 7. ვახტანგ კონტრიძე – ახალგაზრდა გამომგონებელი; 8. ქეთევან მატაბელი- მხატვარი, გრაფიკოსი, სცენოგრაფი; 9. ნინო თელია – კონსტიტუციონალისტი; 10. ვასილ ჭეიშვილი – ექიმი, მედიცინის დოქტორი; 11. გიორგი წურწუმია…

მეტი

სკანდალი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დეპუტატებს დღესაც აშანტაჟებენ – ეკა ბესელია

სკანდალი: პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით დეპუტატებს დღესაც აშანტაჟებენ – ეკა ბესელია

საქართველოს პარლამენტის წევრის, ეკა ბესელიას  განცხადებით, დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც უკანონო ფარული პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით აშანტაჟებენ და ასეთი ადამიანები არიან საპარლამენტო უმრავლესობაშიც. ეს განცხადება, ეკა ბესელიამ, “მთავარ არხზე” ეკა კვესიტაძის გადაცემაში – “ღამის მთავარი” გააკეთა. “ეს უკანონო  ჩანაწერები წინა ხელისუფლების დროს გაკეთდა და ვერავინ გაბედა მაშინ ამის გამოქვეყნება. არ შემშინებია მაშინ და არც დღეს მეშინია. კიდევ ვიცი რამდენიმე ადამიანი, რომელთაც უკანონო ფარული ჩანაწერებით აშანტაჟებენ. ვიცი, რასაც ვლაპარაკობ ძალიან კარგად. ვიცი, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ,…

მეტი

საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

საქალაქო სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვა. გარდა ირაკლი ოქრუაშვილისა, მისამართლის გადაწყვეტილებით, პატიმრობაში რჩებიან 20 ივნისის აქციის გამო დაკავებული თორნიკე დათაშვილი და გიორგი ჯავახიშვილიც. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების გადახედვასა და მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს. ოქრუაშვილის უფლებადამცველმა, მამუკა ჭაბაშვილმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ოქრუაშვილს პატიმრობა 500 000 ლარიანი გირაოთი შეეცვალოს და განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავდებში რამდენიმე ადამიანი უდგება, მათ შორის არის ჟურნალსტი, ინგა გრიგოლია და ოქრუაშვილის მხრიდან მიმალვის საფრთხე არ…

მეტი

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია, პრესსპიკერის პოსტიდან ხატია მოისწრაფიშვილის გათავისუფლების მიზეზებს განმარტავს და განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, 4 სექტემბერს, ხატია მოისწრაფიშვილს სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა პრეზიდენტის პრესსპიკერის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე, 10 სექტემბერს კი ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა. “მის მიერ საჯარო სივრცეში გავრცელებული პირადი განცხადება ეწინააღმდეგება პრესსპიკერის პროფესიულ მოვალეობასა და სტანდარტებს. პრესსპიკერის თანამდებობა მკაცრად მოითხოვს, რომ მის მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული ყოველი განცხადება გამოხატავდეს მხოლოდ პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის პოზიციებს. შესაბამისად, პრეზიდენტის პრესსპიკერს მოეთხოვება პირადი…

მეტი

ნოდარ ხადური გარდაიცვალა

ნოდარ ხადური გარდაიცვალა

საქართველოს ფინანსთა ყოფილი მინისტრი, ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ნოდარ ხადურის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა. ნოდარ ხადური ფინანსთა მინისტრის პოსტს 2012 წლიდან 2016 წლის ნოემბრამდე იკავებდა, დეკემბრიდან კი კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი დაიკავა.

მეტი

დედაქალაქის მერმა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისა და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე მადლობა გადაუხადა მამუკა ბახტაძეს გაწეული საქმიანობისთვის და მუნიციპალიტეტის მხარდაჭერისთვის. მისი თქმით, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერა ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო დედაქალაქისთვის. “მინდა გამოვეხმაურო სამთავრობო ცვლილებებს და ბატონ მამუკას მადლობა გადავუხადო გაწეული საქმიანობისთვის. ის ყოველთვის გვერდში ედგა დედაქალაქის მუნიციპალიტეტს და ეს აისახა საქმითაც: დედაქალაქის წლევანდელი ბიუჯეტი მართლაც განსხვავებულია წინა წლებთან შედარებით და ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, განვახორციელოთ მნიშვნელოვანი პროექტები დედაქალაქის მასშტაბით. თქვენ იცით, რომ უამრავი პრობლემაა და ამ პრობლემებს სჭირდება მოგვარება. მე…

მეტი

შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვისას – ირაკლი ღარიბაშვილი

შს მინისტრის პოსტს ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვისას – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს მთავრობს განახლებულ შემადგენლობას პრემიერ მინისტრობის კანდიდატი, გიორგი გახარია პარლამენტს დღეს წარუდგენს. ამის შესახებ გახარიამ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას განცხადებით, მინისტრთა კაბინეტში უმნიშვნელო ცვლილებები იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაიკავებს, თავდაცვის სამინისტროს კი ირაკლი ღარიბაშვილი ჩაიბარებს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ლევან იზორია უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს. გიორგი გახარიას განმარტებით, ეს ცვლილებები მათ პოლიტიკურ გუნდს გააძლიერებს. “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გიორგი გახარია მამუკა ბახტაძის შემცვლელად დაასახელა.

მეტი

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

ბიძინა ივანიშვილმა პრემიერის პოსტზე გიორგი გახარია წარადგინა

“ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა წარადგინა. შესაბამისი განცხადება ივანიშვილმა პარტიის ოფისში გააკეთა და მამუკა ბახტაძეს, პოსტიდან კულტურულად წასვლისთვის მადლობა გადაუხადა. “ქართული ოცნების” თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი გახარიამ პრემიერის პოსტი დაიმსახურა. მამუკა ბახტაძემ, პოსტის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა.

მეტი

მამუკა ბახტაძე: ჩემი გადადგომა არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დირექტივა

მამუკა ბახტაძე: ჩემი გადადგომა არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დირექტივა

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, მამუკა ბახტაძე უარჰყოფს ინფორმაციას, რომ მისი გადადგომა ბიძინა ივანიშვილის დირექტივა იყო. ექსპრემიერი განმარტავს, რომ მისი გადწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრებიც ინფორმირებულები იყვნენ, თუმცა მათი მხრიდან, ამაზე საჯაროდ საუბარი, პოლიტიკური კორექტულობის საქმე იყო. „ჩემი გადადგომა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა ბიძინა ივანიშვილის დირექტივა. ამაზე საუბარი მე დავიწყე გაზაფხულის ბოლოს და კონსულტაციები რამდენიმე თვეა გრძელდება. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხვა წევრებთანაც მქონდა ამაზე შეხვედრა. თუკი ისინი ამას არ ადასტურებდნენ, სიმართლეს ამბობდა ყველა….

მეტი

მამუკა ბახტაძე განათლების მინისტრის პოსტს არ ჩაიბარებს

მამუკა ბახტაძე განათლების მინისტრის პოსტს არ ჩაიბარებს

ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ უარჰყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის მინისტრთა კაბინეტში დარჩება და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტს ჩაიბარებს. ბახტაძის განმარტებით, ის რჩება ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრად, თუმცა აქტიურ პოლიტიკაში ყოფნის სურვილი მას აღარ აქვს. “მე ყველანაირ თანამდებობაზე უარს ვამბობ. ვიქნები მხოლოდ “ქართული ოცნების” პოლიტიკურ საბჭოში და ამ ეტაპზე არ ვგეგმავ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა ბახტაძემ. გავრცელებული ინფორმაციით, ბახტაძე „საქართველოს რკინიგზას“ უბრუნდება.

მეტი
1 2 3 4 22