ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას ტოვებს

ლაშა ჟვანია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციას აღარ უხელმძღვანელებს. ამის შესახებ განცხადება, “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე თავად ჟვანიამ გაავრცელა და განმარტა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას პირველი მაისიდან დატოვებს და კვლავ პატრიარქთან დაბრუნდება. “ამ ფოტოზე ჩემთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ორი ძვირფასი ადამიანია აღბეჭდილი. შუაში, – ჯვარი გოლგოთაგამოვლილი, ღვთისმშობელი, სვეტიცხოველი და საქართველოსთვის წამებული და გაბრწყინებული ჩვენი ერის შვილები. ფოტო საპრეზიდენტო არჩევნების წინა ღამეს არის გადაღებული. არ ვიცოდი, თუ მეორე დღეს პრეზიდენტი მის უწმიდესობას სთხოვდა, რომ მე მეხელმძღვანელა მისი ადმინისტრაციისთვის. რთული…

მეტი

ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა

ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა

ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა. ბრძანებას ხელი, ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მოაწერა. ნათია თურნავამ პოსტზე გიორგი ქობულია ჩაანაცვლა, რომლის მოადგილის პოსტსაც თურნავა გასული წლის სექტემბრიდან იკავებდა. ნათია თურნავამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1990 წელს დაამთავრა; გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები; დაეუფლა გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას. 1994-1996წწ. იგი იყო საქართველოს დემოკრატიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი; 1996-2000წწ. – სახელმწიფო კანცელარიის სამსახურის…

მეტი

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

ამის შესახებ განცხადება “ქართული ოცნების” ლიდერმა, დღეს პატრიარქთან შეხვედრაზე  გააკეთა. “ა.წ. 11 აპრილს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად, ბ-ნი ბიძინა ივანიშვილი მიიღო. სხვა საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო ხალხის პრობლემებს და, საერთოდ, ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. ბ-ნი ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,  სახელმწიფო ხელს შეუწყობს უმუშევართათვის სამუშაო ადგილების შექმნას და კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომელთაც, სურვილის შემთხვევაში, უცხოეთშიც ლეგალური დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ნებისმიერი სახელმწიფოსთვის და, მით უმეტეს, ჩვენი ქვეყნისთვის, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ოჯახის…

მეტი

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საზოგადოებას

ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი საზოგადოებას

“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი 9 აპრილის 30 წლისთავთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს, რომელსაც “რეკორდერი” უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოს ისტორიას ბევრი ისეთი დღე ახსოვს, რომელმაც ქართველი ერის ბედი განსაზღვრა და ჩვენი ქვეყნის მომავალი გადაწყვიტა. სწორედ ასეთი დღეა 9 აპრილი. დღე, რომელმაც ოცდაათი წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი. საბჭოთა იმპერიის მარწუხებისგან სამშობლოს დახსნა, საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება – ეს იყო ის დიდი ეროვნული იდეა, რომლის გარშემოც გაერთიანდა და ერთ მუშტად შეიკრა მთელი ერი. 1989 წლის…

მეტი

პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს

პრემიერის განცხადებით, საქართველოსა და აშშ-ს შორის, შესაძლოა, პირდაპირი ფრენები დაიწყოს

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა მუშაობს იმაზე, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის პირდაპირი ფრენები დროულად დაიწყოს. ეს განცხადება ბახტაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის განმარტებით, ამ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი მიმოსვლა საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს გააუმჯობესებს. “ჩვენ ვცდილობთ, აშშ-სთან განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, გავხადოთ იგი კიდევ უფრო ღრმა. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს…

მეტი

თამარ ხულორდავა: საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ის გახდება ევროკავშირის წევრი

თამარ ხულორდავა: საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ის გახდება ევროკავშირის წევრი

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მუშაობას აფასებს. ხულორდავას განცხადებით, კომიტეტმა მიიღო ერთობლივი განცხადება, რომლის ძირითად გზავნილებად გამოიკვეთა შემდეგი: • საქართველო ევროპული სახელმწიფოა და ის გახდება ევროკავშირის წევრი; • საქართველო წარმატებით ასრულებს ასოცირების შეთანხმებას, ახორციელებს საჭირო საკანონმდებლო და ინსტიტუციურ რეფორმებს; • პარლამენტი უზრუნველყოფს ეფექტიან საპარლამენტო კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე; • აქტიურად ვითარდება სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა ევროკავშირთან; • ევროკავშირი საქართველოს დაეხმარება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის და კავშირების განვითარებაში და აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს ევროპის…

მეტი

ლიეტუვას დედაქალაქში ქართველების ქუჩა გაიხსნა (ფოტო)

ლიეტუვას დედაქალაქში ქართველების ქუჩა გაიხსნა (ფოტო)

ლიეტუვას დედაქალაქ ვილნიუსის ერთ-ერთ უბანში ქართველების ქუჩა გაიხსნა. ქუჩას, საქართველოსა და ლიეტუვას მეგობრობის საპატივცემულოდ, Kartvelu დაარქვეს. ფოტოებს საქართველოში ლიეტუვას საელჩო ავრცელებს.  

მეტი

არა ოკუპაციას – ქართველმა ემიგრანტებმა ბერლინში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს

არა ოკუპაციას – ქართველმა ემიგრანტებმა ბერლინში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართეს

არა ოკუპაციას – ქართველმა ემიგრანტებმა, ამჯერად, რუსული ოკუპაცია ბერლინში, რუსეთის საელჩოსთან დაგმეს. აქცია0 გერმანიის დედაქალაქში 100 -მდე ქართველმა გამართა, მიტინგს უკრიანელები და პოლონელებიც შეუერთდნენ. საქართველოს ათობით მოქალაქემ, გალში, გაურკვეველ გარემოებაში გარდაცვლილი ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა და რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის ფაქტები კიდევ ერთხელ გააპროტესტა. “არა ოკუპაციას” – ამ ლოზუნგით, ქართველების აქციები ევროპის სხვადასხვა ქალაქში, რუსეთის საელჩოებთან გაიმართა. ემიგრანტები საპროტესტო ლოზუნგებით გამოვიდნენ ბრიუსელში, ათენში, ანკარაში, სალონიკში, ციურიხსა და ლონდონში. რუსული ოკუპაცია დაგმეს იტალიის…

მეტი

სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია – გერმანელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტზე

სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით თავშესაფარი არ მოუთხოვია – გერმანელი ჟურნალისტი საქართველოს პრეზიდენტზე

დებატები უსაფრთხო ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით უპერსპექტივოა, – ამ სათაურით გავლენიანი გერმანული გაზეთი taz .de საქართველოს შესახებ სტატიას აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, რომ საქართველო დისკუსიის ჩრდილშია, რადგან მაღრიბის ქვეყნების, ალჟირის, მაროკოსა და ტუნეზიის პარალელურად, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს საქართველოსაც ანიჭებენ, თუმცა საკითხზე შეჯერება ვერ ხდება. ბუნდესრატს კანონპროექტისთვის მხარი ჯერ არ დაუჭერია. კანონპროექტის წინააღმდეგ არის მწვანეთა პარტია, რომელიც საქართველოს ამ საფეხურზე აყვანას არარეალურად მიიჩნევს. მწვანეთა ფრაქციის სპიკერი ლტოლვილთა პოლიტიკის საკითხებში, ლუის ამსტბერგი აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანა…

მეტი

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება

გერმანიიდან საქართველოს მოქალაქეების მორიგი დეპორტაცია განხორციელდება

როგორც “რეკორდერს” ფრონტექსის წარმომადგენელმა, ირმა ცირამუამ აცნობა, ლაინერი, რომლითაც ქართველებს  გერმანიიდან დააბრუნებენ, თბილისის აეროპორტში დღეს საღამოს დაჯდება. 50-მდე მოქალაქის დეპორტი დიუსელდორფიდან სპეცრეისით მოხდება. ევროპის ქვეყნებიდან საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია პერიოდულად ხორციელდება. ცოტა ხნის წინ, უვიზო რეჟიმის დარღვევის გამო, ავსტრიიდან საქართველოს 11 მოქალაქე გამოაძევეს. მანამდე კი, გერმანიიდან საქართველოში ლტოლვილის სტატუსის არაერთი მაძიებელი გამოუშვეს. როგორც ცნობილია, გერმანია საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხს განიხილავს. შესაბამისად, თავშესაფარზე ქართველებს უარს ეუბნებიან და სწრაფი წესით, მათ დეპორტაციას ახორციელებენ.  

მეტი
1 2 3 12