2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გამოსვლა დაასრულა

2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპირველობაზე გამოსვლა დაასრულა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა, იტალიის დედაქალაქ რომში, ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ლადო გეგეშიძის გუნდს ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი ჰქონდა. ლევან არაბულს (130კგ) შეეძლო 46 წლიანი ნავსი გაეტეხა და ამ სახეობაში, მძიმე წონაში საქართველოსთვის ოქროს მედალი მოეტანა, თუმცა მან ფინალში ხასიათი ვერ გამოავლინა და ვერცხლს დასჯერდა. ოქროს ფინალი დათმო ახალგაზრდა ირაკლი (იური) ლომაძემაც, რომელმაც ფინალამდე მსოფლიოს, ევროპისა და ოლიმპიური ჩემპიონები ჩამოიშორა, თუმცა, სამგზის მსოფლიო ჩემპიონთან, გერმანელ შტებლერთან ვერაფერი…

მეტი

ამირან შავაძემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაო მოუტანა

ამირან შავაძემ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაო მოუტანა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, ამირან შავაძემ (60კგ), საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს მეორე ბრინჯაოს მედალი მოუტანა. მესამე ადგილისთვის ფინალში, ქართველმა ფალავანმა რუსი ლოკიაევი 6:6-ზე 4-ქულიანი გდების უპირატესობის ხარჯზე დაამარცხა. ამ დროისთვის, ლადო გეგეშიძის  გუნდის აქტივში 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალია. გუშინ, საჩემპიონი დაპირისპირებაში ლევან არაბულმა (130კგ) რუმინელ მეტოქესთან წააგო, ნუგზარ წურწუმიამ (55კგ) კი ასევე რუმინელ ტიტას შანსი არ დაუტოვა. დღეს, ეროვნული გუნდისთვის ერთადერთი ოქროს მედლის მოტანას იური ლომაძე  (72კგ) შეეცდება.

მეტი

ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

ნუგზარ წურწუმია ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნუგზარ წურწუმია(55კგ), ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. წურწუმიასთვის, დიდებს შორის, ეს პირველი მედალია. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, წურწუმიამ რუმინელი ტიტა, აშკარა უპირატესობით – 0:8 დაამარცხა. ქართველ ფალავანს ევროპირველობამდე ტრავმა აწუხებდა, რამაც შედეგზეც იქონია გავლენა, თუმცა ის რომს უმედლოდ არ ტოვებს. წურწუმიას მედალი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებისთვის პირველია. დღეს, ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ლევან არაბული (130კგ) იჭიდავებს, ხვალ კი ამას იური ლომაძე (72კგ) გააკეთებს. ხვალვე, მესამე ადგილის დაუფლებას ამირან შავაძე (60კგ)…

მეტი

იური ლომაძე ევროპირველობის ფინალშია, ამირან შავაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

იური ლომაძე ევროპირველობის ფინალშია, ამირან შავაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ლევან არაბულის გარდა (130კგ), კონტინენტის ჩემპიონის ტიტულისთვის ირაკლი ლომაძე (72კგ) იჭიდავებს. ნახევარფინალში ლომაძემ თურქი სელჩუკ ჩანი, აშკარა უპირატესობით – 9:0 დაამარცხა და ქულები მხოლოდ პირველ შეხვედრაში, სერბ მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონ შტეპანეკთან დაკარგა. ოქროს მედლისთვის, ქართველი ფალავანი გერმანელ შტებლერს დაეჭიდება. ამირან შავაძემ კი ფინალისთვის ბრძოლა ასევე თურქ კონკურენტთან დათმო და ხვალ ბრინჯაოსთვის იბრძოლებს. რამდენიმე წუთში, რომის ოლიმპიურ ცენტრში, მატეო პელიკონეს სახელობის…

მეტი

შთამბეჭდავი გამოსვლა: იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

შთამბეჭდავი გამოსვლა: იური ლომაძე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძე (72კგ) ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ფალავანმა ნახევარფინალამდე შთამბეჭდავი გზა გაიარა. პირველი დაპირისპირება სერბების ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ შტეფანეკს 6:4 მოუგო, თანაც იმ პირობებში, რომ მეტოქე მას ძალიან ეუხეშებოდა და მსაჯიც არ წყალობდა. მეორე შეხვედრაში ლომაძემ ბელარუსი კანკოვი აშკარა უპირატესობით -11:0 დაამარცხა. ზუსტად ასეთივე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა ხორვატ ეტლინგერთან, რომესაც პირველივე პერიოდში აჯობა. ფინალის საგზურისთვის ლომაძე უნგრელსა და თურქ მოჭიდავეებს შორის გამარჯვებულს შეხვდება. ნახევარფინალში ამირან შავაძე (60კგ), რომელმაც ორივე დაპირისპირება…

მეტი

ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქულადაუკარგავად გავიდა

ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ფინალში ქულადაუკარგავად გავიდა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრი, მძიმეწონოსანი ლევან არაბული, ხვალ ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოლებს. ქართველი ფალავნი ისე გავიდა კონტინენტის პირველობის ფინალში, რომ მას არცერთ მეტოქესთან ქულაც კი არ დაუკარგავს. ნახევარფინალური დაპირისპირება არაბულმა ფინელ სავოლაინენს აშკარა უპირატესობით – 9:0 მოუგო და ხვალ რუმინელ მეტოქეს დაეჭიდება. კიდევ ერთი, ვინც ლადო გეგეშიძის გუნდიდან პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ, მედლისთვის იბრძოლებს, ნუგზარ წურწუმიაა. მსოფლიო ჩემპიონმა, რუს კაბალოევთან 2:5 წააგო და მესამე ადგილზე გასვლის შანსი აქვს. ფინალური ბლოკი, ხვალ, თბილისის დროით…

მეტი

ნუგზარ წურწუმია და ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

ნუგზარ წურწუმია და ლევან არაბული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში იჭიდავებენ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები – ნუგზარ წურწუმია (55კგ) და ლევან არაბული (130კგ). მსოფლიო ჩემპიონმა ნუგზარ წურწუმიამ ფინალამდე გზა ისე გაიარა, რომ ქულა არ დაუკარგავს, სამი მეტოქე ჩამოიშორა და ფინალის საგზურისთვის რუს კაბალოევს დაეჭიდება. ასეთივე შთამბეჭდავი გზა ჰქონდა ნახევარფინალამდე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მძიმეწონოსანს, რომელიც ფინალისთვის ფინელ სავოლაინენს. რაც შეეხება თორნიკე ძამაშვილს, მან პირველ შეხვედრაში სომხების მსოფლიო ჩემპიონს სძლია, შემდეგ კი რუს კომაროვთან ბოლო წამზე 4 ქულიანი…

მეტი

ძამაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, დათუნაშვილს სერბული დებიუტი არ გამოუვიდა

ძამაშვილმა მსოფლიო ჩემპიონი დაამარცხა, დათუნაშვილს სერბული დებიუტი არ გამოუვიდა

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატზე, 87 კგ წონით კატეგორიაში, დღეს სერბეთის სახელით ზურა დათუნაშვილს დებიუტი ჰქონდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ მიიღო სერბეთის პასპორტი და ამიერიდან ამ ქვეყნის სახელით იასპარეზებს. საქართველოდან წასულმა მოჭიდავემ არც თუ ძლიერ კონკურენტთან, ლიეტუველ ეივიდას სტანკევიჩუსთან 7:3 დათმო სადებიუტო დაპირისპირება და შანსი მას შემდეგ გაუჩნდება, თუკი ლიეტუველი ფინალში გასვლას შეძლებს. ამავე წონაში, ქართველმა თორნიკე ძამაშვილმა, სომხების მსოფლიო ჩემპიონ მანუკიანს 3:1 სძლია და 1/4 ფინალში გავიდა.

მეტი

ევროპირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ევროპირველობაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბორჯომის შეკრება დაასრულა და ხვალ რომში გაემგზავრება. იტალიის დედაქალაქი 10-16 თებერვალს ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უმასპინძლებს და ერთკვირიანი შეჯიბრების პირველი სამი დღე ბერძენ-რომაელებს დაეთმობათ. საქართველო ევროკონკურენციაში ათი სპორტსმენით ჩაებმება. განაცხადში არიან მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონები ნუგზარ წურწუმია (55 კგ) და ლაშა გობაძე (82 კგ). საქართველოს ნაკრები: 55კგ ნუგზარ წურწუმია (ხობი) 60კგ ამირან შავაძე (აჭარა) 63კგ ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი) 67კგ გიორგი შოთაძე (ლანჩხუთი) 72კგ იური ლომაძე (ოზურგეთი) 77კგ დემურ ქავთარაძე (გარდაბანი) 82კგ…

მეტი

ფეხბურთის განვითარების ფონდს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს

ფეხბურთის განვითარების ფონდს შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორად, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე დაინიშნა. შესაბამისი ცვლილებები საჯარო რეესტრში 30 იანვარს გატარდა. ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორის პოსტი ვაკანტური 2019 წლის 10 ივლისს გახდა, როდესაც ზაზა დოლიძემ “დინამო თბილისის” დირექტორად გადაინაცვლა, თუმცა, ბოლო ცვლილებამდე, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ის კვლავ ფონდის ხელმძღვანელად რჩებოდა.

მეტი
1 2 3 4 5 6 191