ლუხუმ ჩხვიმიანი – ოლიმპიური თამაშები მაშინ არის მაგარი, როდესაც მას იგებ

ლუხუმ ჩხვიმიანი  – ოლიმპიური თამაშები მაშინ არის მაგარი, როდესაც მას იგებ

კორონავირუსმა, ისევე როგორც სხვების, ლუხუმ ჩხვიმიანის დღის წესრიგიც შეცვალა. ევროპის, მეორე ევროპული თამაშების და მსოფლიო ჩემპიონის ერთადერთი საფიქრალი წელს ტოკიოში დაგეგმილი ოლიმპიური თამაშები იყო, თუმცა, ახლა სახლის პირობებში ცდილობს ფორმის შენარჩუნებს. ქართველი ძიუდოისტი ფიქრობს, რომ ოლიმპიური თამაშების გადადებით ის მუხტი და ინერცია დაკარგა, რაც ამ დიდი ტურნირების მოგების შემდეგ ჰქონდა, თანაც, მსოფლიო ჩემპიონატი ხომ სწორედი იმ დარბაზში მოიგო, სადაც ოლიმპიური თამაშები უნდა გაიმართოს. ლუხუმ ჩხვიმიანმა ყველა ეს შეჯიბრი მტკივნეული ხელით მოიგო, მას ექიმები ოპერაციას ურჩევდნენ,…

მეტი

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სრულდება – კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა სრულდება – კომენდანტის საათი აღარ გაგრძელდება

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი 22 მაისს დასრულდება – ამის შესახებ, მთავრობის სხდომაზე, პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. “რა თქმა უნდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომი გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, მაგრამ ამავდროულად, ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვალდებულებაა, ქვეყანა ნელ-ნელა რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ჩვეულ ტემპს დაუბრუნდეს. სამწუხაროდ, დღეს დაზუსტებით ვერავინ ამბობს, პოსტკოვიდური მსოფლიო როგორი იქნება, რაც კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების წინაშე. ყველას…

მეტი

ოლიმპიური თამაშებისთვის პრემიები არ გაიზრდება – პრემიერის ახალი განკარგულება

ოლიმპიური თამაშებისთვის პრემიები არ გაიზრდება – პრემიერის ახალი განკარგულება

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ, “საქართველოს სპორტსმენთა ხელშეწყობის სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №39 დადგენილებაში ცვლილებები შეიტანა. აღნიშნული ცვლილებები, საკანონმდებლო მაცნეზე 2020 წლის 27 თებერვალს გამოქვეყნდა (ნომრით 135) ცვლილებების თანახმად, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების პრემირების სისტემა არ იცვლება. №39 დადგენილებით, პრემიები, ოლიმპიური თამაშებისთვის კვლავაც შემდეგნაირად გადანაწილდება: 1. ოლიმპიურ თამაშებზე: ა) I ადგილი – 170 000, გუნდური პირველობა – 340 000; ბ) II ადგილი – 102 000, გუნდური პირველობა – 204…

მეტი

მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა – შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან მოიხსნა

მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა – შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან მოიხსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის მიმდინარეობა და ამ პროცესის შესაძლო გავლენა ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე. აღინიშნა, რომ მარნეულში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით, გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნა დაწესებული შეზღუდვა – 3 ადამიანის შეკრების თაობაზე,…

მეტი

ლერი ხაბელოვი: ფედერაციებისგან მივიღეთ დასტური, რომ საწვრთნელი პროცესები აღდგეს

ლერი ხაბელოვი: ფედერაციებისგან მივიღეთ დასტური, რომ საწვრთნელი პროცესები აღდგეს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ საქართველოს ოლიმპიური გუნდის წევრებს და კანდიდატებს უახლოეს პერიოდში, უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით, მიეცეთ სრულფასოვან სასწავლო-საწვრთნელ პროცესში ჩართვის შესაძლებლობა. ამ საკითხთან დაკავშირებით, სეოკ-ის პრეზიდენტმა, ლერი ხაბელოვმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათ სპორტული ფედერაციებისგან დასტური მიიღეს, რომ აუცილებელია, საწვრთნელი პროცესის მაქსიმალურად მოკლე დროში განახლება. “ჩვენ მივმართეთ საოლიმპიადო პროცესში ჩართულ სპორტულ ფედერაციებს და როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმნიშვნელოვანი დასტური მივიღეთ: თითოეული…

მეტი

IOC-მა, WHO-სთან ერთად, სპორტულ შეჯიბრებათა ჩასატარებლად, რეკომენდაციები შეიმუშავა

IOC-მა, WHO-სთან ერთად, სპორტულ შეჯიბრებათა ჩასატარებლად, რეკომენდაციები შეიმუშავა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა, (IOC) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა (WHO) და სხვა დაინტერესებულ სპორტულ სამსახურებთან ერთად, COVID-19 პანდემიის დასრულების შემდეგ სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზატორებისთვის რეკომენდაციათა შემუშავებაში მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტი WHO-ს უკვე არსებულ რჩევათა დამატებაა, რომელიც ასევე შემუშავდა IOC-ის სამედიცინო და სამეცნიერო დეპარტამენტებთან და სპორტულ ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ის მოწოდებულია დაეხმაროს მსხვილ შეჯიბრებათა საორგანიზაციო კომიტეტებს ობიექტურად შეაფასონ რისკები, შემსუბუქდეს სავარაუდო ნეგატიური შედეგები, ასევე შეჯიბრებების ჩატარებაზე მიღებული იყოს გადაწყვეტილება. IOC-მა და WHO-მ გაანალიზეს სპორტის სხვადასხვა სახეობაში შეჯიბრებების დახურულ და ღია…

მეტი

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ლადო გეგეშიძე: მთავარი ლიცენზიები და შედეგია

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ერთი წლით გადაიდო, შესაბამისად, ერთი წლით გადაიდო სალიცენზიო ტურნირებიც, თუმცა, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ უკვე გააკეთა თავისი პროგნოზები, თუ ვინ შეავსებს დარჩენილ ლიცენზიებს. თუკი მსოფლიო გაერთიანება თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ვარაუდობს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე შეძლებენ თამაშების საგზურის მოპოვებას, საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებზე UWW გათვლებს არ აკეთებს. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, ამ მომენტისთვის ოლიმპიური თამაშების ორი ლიცენზია მძიმე წონებში აქვს. ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე, იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ…

მეტი

ავთო კენჭაძე: გულშიც კი არ გამივლია, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას ვერ ავიღებ

ავთო კენჭაძე: გულშიც კი არ გამივლია, რომ ოლიმპიური თამაშების ლიცენზიას ვერ ავიღებ

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძე, ორ თვეზე მეტია რაჭაში, საკუთარ სოფელში, სახლის პირობებში ემზადება. სხვათა მსგავსად, წელს, მისი მიზანიც ოლიმპიური თამაშების გარშემო ტრიალებდა. მოსაპოვებელი ლიცენზია და შემდეგ უკვე თავის კარიერაში, პირველ ოლიმპიადაზე უნდა ეასპარეზა, თუმცა მსოფლიო პანდემიად გამოცხადებულმა COVID-19-მა მისი გეგმებიც შეცვალა. რამდენიმე დღის წინ, ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია და გააკეთა გათვლები, თუ რომელი ქვეყანა შეძლებდა დამატებით, დარჩენილ წონებში ლიცენზიების აღებას. საქართველოდან UWW-მ ასეთი ორი მოჭიდავე დაასახელა – რიოს ტრიუმფატორი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და ავთანდილ…

მეტი

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

UWW-ს პროგნოზი: რამდენ ლიცენზიას აიღებს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები?

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები, მომავალ წელს ჩატარდება, შესაბამისად, ყველა სალიცენზიო ღონისძიებამ თუ შეჯიბრმა შემდეგ წელს გადაინაცვლა. ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ გარკვეული გათვლები გააკეთა, თუ რომელი ქვეყნები შეძლებენ ლიცენზიების მოპოვებას. ამ მომენტისთვის,საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების აქტივში 4 ლიცენზიაა მძიმე წონით კატეგორიებში. ტოკიოს საგზური, ნურ სულთანის მსოფლიო ჩემპიონატზე გენო პეტრიაშვილმა (125კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ) გაინაღდეს, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებიდან კი იაკობ ქაჯაიამ (130კგ) და გიორგი მელიამ (97კგ). იმ…

მეტი

გიორგი გახარია: ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება

გიორგი გახარია: ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება

ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება და ეროვნულ გამოცდებსაც არაფერი ემუქრება – ეს განცხადება საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ გააკეთა. პრემიერის განმარტებით, ეროვნული გამოცდების ნაწილში იქნება გადავადებასთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილება, თუმცა მექანიზმი სრულად შენარჩუნდება. “განათლებასთან დაკავშირებით გვინდა ცალკე პრეზენტაციის გაკეთება, იმიტომ რომ დიდი თემაა და მნიშნველოვანი. თუმცა, დღეს შემიძლია გითხრათ, რომ ქვეყანაში აკადემიური წელი არ გამოცხადდება. განათლების სამინისტრომ ეფექტურად შესძლო, გამკლავებოდა ამ შეზღუდვებს და დისტანციური სწავლების მეთოდები, როგორც საშუალო, ისე უმაღლესი განათლების ნაწილში, საკმაოდ ეფექტურად გაატარა და…

მეტი
1 2 3 4 199