ვაშაძის შტაბი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს – “ეს არის არჩევანი ყოფნას და არყოფნას შორის”

ვაშაძის შტაბი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს – “ეს არის არჩევანი ყოფნას და არყოფნას შორის”

გაერთიანებული ოპოზიცია საგანგებო მდგომარეობაზე გადადის. როგორც ოპოზიციური გაერთიანება “ძალა ერთობაშია”-ს საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ამბობს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი “რუსთავი 2”-ის მიერ 14 ოქტომბერს გამოქვეყნებული ჩანაწერია, სადაც ხორავას საქმეზე დაკავებული მირზა სუბელიანი ხელისუფლების წინააღმდეგ მის მიერვე შენახულ კომპრომატებსა და სხვა საქმეებზე საუბრობს. “ძალიან მძიმე დღე გაუთენდა საქართველოს. ჩვენ დავინახეთ საქართველოს წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მასშტაბები. ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ აღარც სახელმწიფო გვაქვს და აღარც ხელისუფლება გვყავს. ჩვენ დავინახეთ, რომ სახელმწიფოს მართავენ და ხელისუფლების ყველა შტოს მართავს კრიმინალური, შეიარაღებული…

მეტი

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიაშია

ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ლატვიაშია

საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას ლატვიაში გამართავს. ვლადიმირ ვაისის გუნდი რიგაში უკვე ჩავიდა. ლატვიასთან მატჩისთვის ის ფეხბურთელები მოემზადებიან, რომლებმაც თბილისში ანდორას წინააღმდეგ ითამაშეს. თორნიკე ოქრიაშვილი ნაკრებს, ტრავმის გამო, მომდევნო შეხვედრაშიც ვერ დაეხმარება. ეროვნული გუნდი ლატვიაში მატჩისწინა ვარჯიშს მასპინძელ სტადიონზე გამართავს. საქართველოს ნაკრების 23 კაციანი შემადგენლობა ლატვიასთან შეხვედრაში: მეკარეები გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი); მცველები ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი),…

მეტი

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე: “მე მაქვს ერთი საინტერესო და სრულიად არამეცნიერული შეხედულება ჩვენს ანბანზე – ფუფუნებაა, როდესაც საკუთარი ანბანი გაქვს ერს, რადგან თქვენ გვიყურებთ გაოცებული; ჩვენ თქვენს წიგნებს პირველად ვკითხულობთ, ხოლო თქვენ საერთოდ ვერ კითხულობთ ჩვენსას. ეს უპირატესობაა. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთდან, ხოლო ჩვენ არავინ გვთარგმნიდა. ახლა წარმოიდგინეთ ეს უპირატესობა… ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობდით არაფერს ჩვენსას. ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რამ – არაბული, სპარსული, სომხური…

მეტი

ნოდარ გიორგაძე: ძლიერი შვილები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს

ნოდარ გიორგაძე: ძლიერი შვილები ქმნიან ძლიერ სახელმწიფოს

კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის, „ძლიერები არ ძალადობენ“ კეთილი ნების ელჩი, ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და მოზარდებს ერთმანეთის თანადგომისკენ მოუწოდებს. “ძვირფასო მეგობრებო, ჩემო პატარა მეგობრებო, შვილებო, შვილიშვილებო, სოციალური კამპანია „ძლიერები არ ძალადობენ“ არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წამოწყება ჩვენს ქვეყანაში და არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, მთელს მსოფლიოში. თუ კარგად გადავხედავთ სამყაროში მიმდინარე პროცესებს, მივხვდებით, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ადგილი აქვს ჩაგვრასა და ძალადობას, იქ კარგი არაფერი ხდება. ჩვენ გვინდა, რომ თქვენ – ჩვენი შთამომავლობა იმ ადამიანების გვერდით…

მეტი

ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელებსა და წმინდა ნინოს სკოლის მოსწავლეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა (ვიდეო)

ბოლნისის “სიონის” ფეხბურთელებსა და წმინდა ნინოს სკოლის მოსწავლეებს შორის ამხანაგური მატჩი გაიმართა (ვიდეო)

კომპანია PRMC-ს სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ეგიდით, წმინდა ნინოს სახელობის სკოლას საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ წევრები და კამპანიის კეთილი ნების ელჩი, ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე, გიორგი ლომაია ეწვივნენ. სპორტსმენები მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრის დასასრულს, საფეხბურთო კლუბის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩი გაიმართა. კომპანია PRMC (პიარ მედია ქონსალთინგ) -ის სოციალური პროექტი – „ძლიერები არ ძალადობენ“, სლოგანით – „არ დაჩაგრო, იზრუნე“ – ბულინგის…

მეტი

ლევან გიგინეიშვილი: “რთულია თავისუფლება – როცა ფასეულობებში სინდისს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე კეთილდღეობას”

ლევან გიგინეიშვილი: “რთულია თავისუფლება – როცა ფასეულობებში სინდისს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე კეთილდღეობას”

„პიროვნების თავისუფლების ღერძი არის სინდისი. სინდისი არის ჭეშმარიტების სიყვარული და მისი განცდა, სიცრუეზე აღშფოთება… სინდისი არ არის მოცემულობა. იაპონელი მწერალი – „როუნოსკე აკუტაგავა ამობს, სინდისი წვერებივით არ ამოსდის ადამიანსო. სინდისი არის მარად გათლადი, გასაფაქიზებელი, ბევრი უნდა იფიქრო, ბევრი იაზროვნო. აქედანაა თავისუფლება. თავისუფლება არის სწორი არჩევნების გაკეთება, სწორ არჩევნებს მაშინ გააკეთებ, როცა სწორ ფასეულობებს დაადგენ. უკეთესს უარესისგან განასხვავებ. თვითნებობა არაა თავისუფლება. ის არის აზროვნების ღრმა აქტზე დამყარებული დიდი პასუხისმგებლობა. შენს პირად მარტოობაში უნდა გაიაზრო და შენსავე…

მეტი

ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ვლადიმირ ვაისმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 8 ოქტომბრიდან ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის გუნდი 13 ოქტომბერს თბილისში ანდორას უმასპინძლებს. 16 ოქტომბერს, რიგაში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ლატვიას დაუპირისიპირდება. უეფას ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებისთვის ვლადიმირ ვაისმა 26 ფეხბურთელი გამოიძახა, მათ შორის, ერთი დებიუტანტია – პოლონური „არკას“ 22 წლის ქართველი ლეგიონერი ლუკა ზარანდია. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა მოსკოვის სპარტაკის ნახევარმცველი ჯანო ანანიძე. საქართველოს ნაკრები საწვრთნელ პროცესს მომავალი ორშაბათიდან ს.კ. “ზესტაფონის” თბილისის ზღვის ბაზაზე…

მეტი

გიორგი ასანიძე კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა

გიორგი ასანიძე კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა

გიორგი ასანიძე – ძალოსანი, ათენის 2004 წლის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული, ძალოსანთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის – “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩი გახდა. “ძლიერები არ ძალადობენ – ეს არის ალტერნატივა, რომელსაც მინდა, ძალიან ბევრი მოზარდი შეუერთდეს”, – ამბობს გიორგი ასანიძე.

მეტი

ცნობილი სპორტსმენებისა და მოზარდების მონაწილეობით საკალათბურთო მატჩი გაიმართა

ცნობილი სპორტსმენებისა და მოზარდების მონაწილეობით საკალათბურთო მატჩი გაიმართა

კომპანის PRMC-ს სოციალური პროექტის “ძლიერები არ ძალადობენ” ეგიდით, სკოლა “აიბი მთიებს” საკალათბურთო გუნდის – “ტიტების” წევრები და კამპანიის კეთილი ნების ელჩები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ეწვივნენ. სპორტსმენები მოზარდებს ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ესაუბრნენ. შეხვედრის დასასრულს, საკალათბურთო გუნდის წევრებისა და სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით, ამხანაგური საკალათბურთო მატჩი გაიმართა. სოციალური პროექტი – “ძლიერები არ ძალადობენ”, სლოგანით – “არ დაჩაგრო,…

მეტი

ლაშა ტალახაძე ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

ლაშა ტალახაძე ბულინგის წინააღმდეგ კამპანიას შეუერთდა

პლანეტის უძლიერესი ძალოსანი, ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ლაშა ტალახაძე კომპანია PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” კეთილი ნების ელჩია. “ძლიერები არ ძალადობენ. თქვენი ძალა მოახმარეთ სპორტს და გახდით ჩემპიონები. ყველამ ერთად ვუთხრათ არა ძალადობას”, – ამბობს ლაშა ტალახაძე. #ძლიერებიარძალადობენ #სპორტიბულინგისწინააღმდეგ #არდაჩაგროიზრუნე

მეტი
1 151 152 153 154