მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

მიხეილ ბატიაშვილი: აღფრთოვანებული ვარ იმ შრომისმოყვარეობით და წარმატებით, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე მოიპოვეთ

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატიდან დაბრუნებულ მოჭიდავეებს უმასპინძლა. სამინისტროში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავისუფალი და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებები, მწვრთნელები და ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე და მოადგილე შალვა გოგოლაძე. მოჭიდავეებს წარმატება მიულოცა პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა. “მიხარია თქვენთან შეხვედრა და გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ თქვენი შრომისმოყვარეობით და იმ წარმატებით, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე მოიპოვეთ. მსოფლიოს პირველობა უდავოდ ნათელი…

მეტი

ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს

ზაზა სარალიძე ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს ყოფილ პრემიერთან, ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრას ითხოვს. ამასთან დაკავშირებით ღია წერილს ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს. როგორც წერილშია ნათქვამი, სარალიძე მზად არის, ბიძინა ივანიშვილს ამომწურავი და დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს. “ბატონო ბიძინა, მოგმართავთ ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს მოკლული 16 წლის მოზარდის დავით სარალიძის მამა-ზაზა სარალიძე, რომელის ცხოვრებაც 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დასრულდა. ჩემი ოჯახი არასოდეს ყოფილა პოლიტიკასთან დაკავშირებული, ვცხოვრობდით მშვიდად, ჩემი ცხოვრება არ გავდა თქვენსას, ჯანმრთელობის გამო…

მეტი

მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს

მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს

თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს და პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება. ხაზარაძის თქმით, ქვეყანა რთული რეალობის წინაშე დგას – “ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი”. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამის თქმის საფუძველს მისი კომპანიების მიმართ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აძლევს, მათ შორის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერის მხრიდან. ხაზარაძე წერს, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებელი ტერიტორია მისთვის “უფასოდ” არავის უჩუქებია და პროექტის განხორციელების უფლება მან…

მეტი

“შეწყალება არ მჭირდება” – ვანო მერაბიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს

“შეწყალება არ მჭირდება” – ვანო მერაბიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ასევე ექს-პრემიერი ვანო მერაბიშვილი პენიტენციური დაწესებულებიდან სოციალური ქსელის საკუთარ გვერდზე წერილს აქვეყნებს, სადაც აცხადებს, რომ სტრასბურგის სასამართლომ იგი პოლიტპატიმრად აღიარა, ამიტომ შეწყალებას არ საჭიროებს: “არჩევნების პირველ ტურში დამარცხების შემდეგ, “ქართულ ოცნებაში” სრული ისტერიკა დაიწყო. რადგან ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ, ამომრჩევლებს აშინებენ იმით, რომ პრეზიდენტი ვაშაძე შეიწყალებს პატიმრებს და შემდეგ ქვეყანაში არეულობა დაიწყება. პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ “ქართული ოცნების” მარცხი გარდაუვალია. ისტერიკა და შიშის დემონსტრირება კიდევ უფრო აუარესებს მათ ისედაც…

მეტი

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს

კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს მთავრობა პარლამენტიდან გაიწვევს

გიორგი გახარია: „ეს საკითხი დახურულია“ „პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, მათ შორის საარჩევნო, ასევე, საზოგადოების პოზიციიდან გამომდინარე, ჩვენი მოქალაქეების და საპატრიარქოს პოზიციიდან გამომდინარე, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საკანონმდებლო ინიციატივის გაწვევაზე,“ – ეს განცხადება შინაგან საქმეთა მინისტრმა პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეც დაესწრო. „ყველაზე მნიშვნელოვანი იყო მარიხუანასთან დაკავშირებული ის საკანონმდებლო ინიციატივები, რომელიც მთავრობამ წარადგინა. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო რეგულირების ნაწილი, რომელიც ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ და უდიდესი შედეგი ექნება ამ კანონს, როგორც…

მეტი

ანდრეა პირლო თბილისშია

ანდრეა პირლო თბილისშია

თბილისს ანდრეა პირლო ესტუმრა. ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელი საქართველოში დღეს გამთენიისას, კომპანია “ევროპაბეთის” მოწვევით ჩამოფრინდა. ვიზიტის მიზეზი კომპანიის სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობაა. ანდრეა პირლო კარიერის საუკეთესო წლებში ისეთ საფეხბურთო გრანდებში თამაშობდა, როგორებიცაა “მილანი” და “იუვენტუსი”. იგი 6-ჯერ გახდა იტალიის ჩემპიონი, 2-ჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, 2006 წელს კი, იტალიის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. პირლო ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ნახევარმცველად არის მიჩნეული. ის თამაშის განსხვავებული ხედვით, ქარიზმით, კრეატიულობითა და უნიკალური პასის უნარით გამოირჩეოდა. “ევროპაბეთის” მხრიდან ანდრეა პირლოს სარეკლამო სახედ…

მეტი

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები აშხაბადში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები აშხაბადში მსოფლიო ჩემპიონატზე გაემგზავრა

საქართველოს ძალოსანთა ნაკრები, 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში, მსოფლიო ჩემპიონატზე გამოვა. გიორგი ასანიძემ თურქმენეთში შემდეგი შემადგენლობა წაიყვანა: 61კგ. შოთა მიშველიძე 67.კგ გოგა ჩხეიძე 89კგ. რეზი დავითაძე 96კგ. ანტონ პლესნოი 102 კგ. ირაკლი ჩხეიძე +109 კგ. ირაკლი თურმანიძე + 109 კგ. ლაშა ტალახაძე ქართველი ძალოსნები პლანეტის პირველობაში 3 ნოემბრიდან ჩაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეჯიბრება 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირია.

მეტი

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დააკავა

სუს-მა ზუგდიდის ყოფილი მერი და ვიცე-მერი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ზუგდიდის ყოფილი მერი ლაშა გოგია და ვიცე-მერი გია გოლურდავა დააკავა. განცხადებას ამის თაობაზე სუსი ავრცელებს. “გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის პირველ ნახევარში, ლაშა გოგიამ და გია გულორდავამ, რომლებიც იმ პერიოდში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის და ვიცე-მერის თანამდებობებს იკავებდნენ, ქალაქ ზუგდიდში მდებარე გულუას ბაღის და რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიების იჯარით გასაცემ აუქციონზე გატანის სანაცვლოდ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა – 21…

მეტი

ელიზაბეთ რუდი ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ელიზაბეთ რუდი ჯონ ბოლტონის ვიზიტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა საქართველოს მთავრობა გააფრთხილა. „ამერიკასა და საქართველოს აქვს ძალიან ძლიერი თანამშრომლობა სამხედრო და უსაფრთხოების სფეროში. ჩვენ სრულიად დარწმუნებულები ვართ საქართველოს უნარში, პასუხისმგებლიანად განაგოს სამხედრო ტექნიკა. გავრცელებული ინფორმაცია არის აბსოლუტური სიცრუე და არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან“, – განაცხადა ელიზაბეთ რუდმა. ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტის დროს პარტია „ქართული ოცნების“…

მეტი

სფფ ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

სფფ ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ევროპის ლიგის 2021 წლის ფინალის მასპინძლობისთვის იბრძოლებს. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია დღეს უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ეგიდით გასამართი ტურნირების ფინალის მასპინძლობაზე, დღეისთვის, უეფას აღმასრულებელ კომიტეტში სულ 11 განაცხადია შესული. გამარჯვებული ქვეყნების ვინაობა, 2019 წლის ივნისში გაირკვევა. ევროპის ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის, საქართველოსთან ერთად, ავსტრია და ესპანეთი იბრძვიან. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, 2020 წლის ფინალის მასპინძლობაზე განაცხადი გასულ წელს საკუთარი სურვილით გააუქმა.  

მეტი
1 130 131 132 133 134 136