ტრაგედია ნოვოსიბირსკში – ჰოკეის მეკარე თამაშის დროს დაიღუპა

ტრაგედია ნოვოსიბირსკში – ჰოკეის მეკარე თამაშის დროს დაიღუპა

ღამის ჰოკეის სამოყვარულო გუნდების შეხვედრა ტრაგედიით დასრულდა. ნოვოსიბირსკში, ღამის ჰოკეის ლიგის სამოყვარულო გუნდების მატჩში, რომელიც “როდნიკსა და “უდარნიკს” შორის მიმდინარეობდა, “უდარნიკის” მეკარე, 55 წლის ანდრეი გოროხოვი გარდაიცვალა. ჰოკეისტი თამაშის დროს ცუდად გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, მედიკოსებმა მამაკაცის გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ ტრაგედიის გამო, თამაში შეწყდა. ანდრეი გოროხოვი ჰოკეის 15 წლიდან თამაშობდა. მან, “უდარნიკთან” ერთად, ღამის ჰოკეის ლიგაც მოიგო. როგორც რუსული მედიასაშუალებები იუწყებიან, საგამოძიებო კომიტეტმა, ჰოკეისტის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება დაიწყო. გავრცელებული…

მეტი

შეყვარებულების აღმრიცხველი ცენტრი დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა

შეყვარებულების აღმრიცხველი ცენტრი დღეს ოფიციალურად დარეგისტრირდა

საჯარო რეესტრმა დეპუტატ ემზარ კვიციანის ინიციატივით შექმნილი ცენტრი დაარეგისტრირა, რომელიც დღეიდან შეყვარებულებს აღრიცხავს. “ქართული ემიგრაციის, დემოგრაფიული და ეკონომიკური ცენტრი” – ასე ეწოდება ცენტრს, რომლის ფუნქციაც შეყვარებული წყვილების აღრიცხვა და მათი თანადგომა იქნება, მათ შორის ფინანსურიც. “ემიგრანტები ჩარიცხავენ ფულს და დაიწყება დახმარება ახალი ოჯახების გასაძლიერებლად. აი, ხომ არიან შეყვარებულები, რომლებიც ვერ ბედავენ ოჯახის შექმნას, რადგან არ აქვთ საშუალება, იქნებიან აგენტები, ივლიან, გაიგებენ, სად არიან ასეთი შეყვარებულები, აღრიცხვაზე აიყვანენ და დაეხმარებიან,” – ამბობს ემზარ კვიციანი. დეპუტატის განმარტებით,…

მეტი

8 წლის ბელგიელი ბიჭუნა უნივერსიტეტში აბარებს

8 წლის ბელგიელი ბიჭუნა უნივერსიტეტში აბარებს

ბელგიელმა სკოლის მოსწავლემ, ლორან სიმონმა ბრიუგეში საშუალო სკოლა 8 წლის ასაკში დაამთავრა. მან 6 წლიანი სასწავლო კურსი ნახევარ წელიწადში გაიარა. სკოლის დამამთავრებელი ატესტატი ლორანმა გასულ წელს, 18 წლის თანაკლასელებთან ერთად მიიღო. ბიჭუნას დედა ჰოლანდიელია, მამა – ბელგიელი. ლორანის ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი 145 პუნქტს შეადგენს. ბელგიის რადიოთი გამოსვლისას, ლორანმა აღნიშნა, რომ მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, რაც, მისი თქმით, ფართო სფეროს მოიცავს – სტატისტიკას, გეომეტრიას და ალგებრას. ბიჭუნა უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავს, თუმცა ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, რისი…

მეტი

რაგბის კავშირი ბიძინა გეგიძის ბრალდებებს პასუხობს

რაგბის კავშირი ბიძინა გეგიძის ბრალდებებს პასუხობს

რაგბის კავშირი საქართველოს პარლამენტის წევრისა და რაგბის კავშირის ყოფილი პრეზიდენტის, ბიძინა გეგიძის ბრალდებებს სპეციალური განცხადებით პასუხობს. ფრაქცია “ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოს” თავმჯდომარემ რაგბის კავშირი დაადანაშაულა, რომ ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ფართზე, რომელიც რაგბის კავშირის საკუთრებაა, ის დაკისრებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. უფრო მეტიც, ამ მიწის ნაკვეთზე ახლა კომპანია “ანაგმა” საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა უნდა დაიწყოს. რაგბის კავშირი გეგიძეს ახსენებს, თუ რატომ ვერ მოხერხდა თავის დროზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და ვერეს ხეობაში, კუთვნილ მიწის ნაკვეთზე სარაგბო ინფრასტრუქტურის…

მეტი

“სუსტი გუნდი საბოლოოდ იშლება”- მამუკა ხაზარაძე იდეალური და სუსტი გუნდის სტრუქტურაზე

“სუსტი გუნდი საბოლოოდ იშლება”- მამუკა ხაზარაძე იდეალური და სუსტი გუნდის სტრუქტურაზე

სუსტი გუნდი საბოლოოდ იშლება და ამის მიზეზი ხშირად არის ის, რომ ლიდერებს ეშინიათ ნიჭიერი და ძლიერი ადამიანების შემოკრება. ნამდვილი ლიდერი გუნდში არჩევს თავისზე ძლიერ ადამიანებს. არასოდეს არც ერთ პოლიტიკურ პარტიასთან არ გვქონია გარიგებები. ჩვენთან ყოველთვის არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ეომება პროგრესს. მე გარე საფრთხეების კი არ მეშინია, მეშინია შიდა საფრთხეების. ანაკლიის პორტი, შესაძლოა, ძალიან კარგი შანსი აღმოჩნდეს აფხაზ ძმებთან დაახლოების. ეს  ის მესიჯებია, რომელსაც “თიბისი” ბანკის თანადამფუძნებელი საზოგადოებას უგზავნის. მამუკა ხაზარაძე საკომუნიკაციოდ, ამჯერად, საზოგადოებრივ პლატფორმას…

მეტი

კოსმოსური “ნოეს კიდობანი” – როგორი იქნება ხომალდი, რომლითაც კაცობრიობა დედამიწას დატოვებს

კოსმოსური “ნოეს კიდობანი” – როგორი იქნება ხომალდი, რომლითაც კაცობრიობა დედამიწას დატოვებს

მეცნიერები ამბობენ, რომ დადგება დღე, როდესაც ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ფანტასტიკურ ფილმებშია: კაცობრიობას დედამიწის დატოვება, ახალი სახლის – პლანეტის პოვნა და მასზე ახალი ცივილიზაციის შექმნა მოუწევს.  ასეთი მასშტაბური მოგზაურობისთვის ადამიანებს კოსმოსური “ნოეს კიდობნის” აგება დასჭირდებათ – ხომალდის, რომელიც გალაქტიკის გადაკვეთას და პირველი მაცხოვრებლების ახალ მიწაზე მიყვანას შეძლებს, სადაც არ უნდა იყოს ის. რა დროს დასჭირდება ამ უდიდეს გადასახლებას? და რა ზომის უნდა იყოს კოსმოსური ხომალდი, სადაც, დედამიწელებთან ერთად, მოთავსდება ყველაფერი, რაც სიცოცხლის გაგრძელებისა და ახალი…

მეტი

ICC Georgia, TBC ბანკის საქმეში, ხელისუფლების ინტერესზე საუბრობს

ICC Georgia, TBC ბანკის საქმეში, ხელისუფლების ინტერესზე საუბრობს

ICC Georgia (საერთაშორისო სავაჭრო პალატა) TBC ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სპეციალური განცხადებით ეხმაურება. „რამდენიმე კვირის განმავლობაში სს “თიბისი ბანკის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესა და თავმჯდომარის მოადგილეზე კონცენტრირებული თავდასხმა ხორციელდება მთავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მეშვეობით, მათ შორის პროკურატურის, შემოსავლების სამსახურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურისა და ეროვნული ბანკის მიერ. ეს მიზანმიმართული თავდასხმები დაიწყო ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემდეგ, რომელშიც მან საჯაროდ გააკრიტიკა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე. თიბისი ბანკი არის საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე….

მეტი

ბერლინალეზე საუკეთესო ფილმად “Synonyms” დასახელდა

ბერლინალეზე საუკეთესო ფილმად “Synonyms” დასახელდა

წელს ბერლინალეს რიგით 69-ე კინოფესტივალი გაიმართა, რომელზეც საუკეთესო ფილმად ებრაელი რეჟისორის, ნადავ ლაპიდის “Synonyms” დასახელდა. ჟიურის პრეზიდენტი ფრანგი მსახიობი ჯულიეტ ბინოში იყო. ჯილდოები შემდეგნაირად გადაანაწილა: ოქროს დათვი საუკეთესო ფილმისთვის – Synonymes ვერცხლის დათვი საუკეთესო ფილმისთვის – By the Grace of God ვერცხლის დათვი ფილმისთვის, რომელიც ახალ პერსპექტივებს შლის (ალფრედ ბაუერის პრიზი) – System Crasher ვერცხლის დათვი საუკეთესო რეჟისურისთვის – I Was at Home, But ვერცხლის დათვი საუკეთესო ქალი მსახიობისთვის – იონგ მეი, So Long, My Son ვერცხლის დათვი საუკეთესო კაცი…

მეტი

დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას არ აპირებს

დავით სერგეენკო დეკანოზ გიორგი მამალაძის მონახულებას არ აპირებს

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საავადმყოფოში მონახულებას არ აპირებს. მინისტრის განმარტებით, დეკანოზის ჰოსპიტალიზაციის დღიდან, ის საქმის მართვაში ჩართულია და იცის, თუ რა კვლევები ჩაატარეს მედიკოსებმა. “მას აქვს გარკვეული ნევროლოგიური სიმპტომატიკა, რომლის დაზუსტებაზე კვლევები ტარდება. ექიმები მაქსიმუმს აკეთებენ იმისთვის, რომ სამედიცინო მიმართულებით ყველა კითხვას გაეცეს პასუხი და დიახ, რა თქმა უნდა, მე ყველაფრის საქმის კურსში ვარ. როდესაც ადამიანი ხდება ავად, ოჯახის წევრებს აქვთ ყველაფრის უფლება – დასვან…

მეტი

პრეზიდენტმა პარიზში, დიასპორას რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა

პრეზიდენტმა პარიზში, დიასპორას რამდენიმე ინიციატივა წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარიზში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. სალომე ზურაბიშვილი, დიასპორასთან შეხვედრისას, რამდენიმე მნიშვნელოვანი ინიციატივით გამოვიდა. პრეზიდენტის აზრით, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მრავალრიცხოვნობის გამო, აუცილებელია, ქართულ დიასპორას ჰყავდეს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. “კომპეტენტურ უწყებებთან ერთად დავიწყებთ მუშაობას საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რაც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების პარლამენტში არჩევას. მსგავსი პრაქტიკა არსებობს ევროპის ქვეყნებში, მაგალითად, იტალიაში. იდეა მდგომარეობს შემდეგში: არსებულ საარჩევნო ოლქებს, შესაძლებელია, დაემატოს ერთი, ან მეტი საარჩევნო ოლქი (მაგალითად, ევროპა და აშშ), რომლებშიც კენჭს იყრიან…

მეტი
1 123 124 125 126 127 166