მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზეა

მიხეილ გიორგაძე მართვით სუნთქვაზეა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის, მიხეილ გიორგაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძე გუშინ, ყვარლის გზაზე, ავტოავარიაში მოჰყვა. ის ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, როდესაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მიხეილ გიორგაძე მრავლობითი მოტეხილობით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებაც…

მეტი

ნასა-ს ზონდმა „პარკერმა“ სისწრაფისა და მზესთან მიახლოების რეკორდი მოხსნა

ნასა-ს ზონდმა „პარკერმა“ სისწრაფისა და მზესთან მიახლოების რეკორდი მოხსნა

ნასა-ს მისია, რომელიც მზისკენ ორთვენახევრის წინ გაემართა, ვარსკვლავს რეკორდულად ახლო მანძილზე მიუახლოვდა – და იგი მოძრაობას ისევ აგრძელებს. წინა რეკორდი ამერიკულ-გერმანულ ერთობლივ თანამგზავრს – „ჰელიოს 2“-ს ეკუთვნოდა: 1976 წელს ის მზეს 42,73 მილიონ კილომეტრზე მიუახლოვდა. „პარკერი“, რომლის ამოცანაა – „შეეხოს მზეს“, ვარსკვლავს 7-ჯერ უფრო ახლო მანძილზე უნდა მიუახლოვდეს. მზესთან მიახლოების უკიდურეს წერტილში აპარატს ვარსკვლავიდან 6 მილიონი კილომეტრი უნდა აშორებდეს – ეს 25-ჯერ უფრო ახლოა, ვიდრე ჩვენი პლანეტის ორბიტა. მზისკენ სვლის დროს „პარკერმა“ უკვე დაამყარა ახალი…

მეტი

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე: “მე მაქვს ერთი საინტერესო და სრულიად არამეცნიერული შეხედულება ჩვენს ანბანზე – ფუფუნებაა, როდესაც საკუთარი ანბანი გაქვს ერს, რადგან თქვენ გვიყურებთ გაოცებული; ჩვენ თქვენს წიგნებს პირველად ვკითხულობთ, ხოლო თქვენ საერთოდ ვერ კითხულობთ ჩვენსას. ეს უპირატესობაა. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთდან, ხოლო ჩვენ არავინ გვთარგმნიდა. ახლა წარმოიდგინეთ ეს უპირატესობა… ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობდით არაფერს ჩვენსას. ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რამ – არაბული, სპარსული, სომხური…

მეტი

ლევან გიგინეიშვილი: “რთულია თავისუფლება – როცა ფასეულობებში სინდისს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე კეთილდღეობას”

ლევან გიგინეიშვილი: “რთულია თავისუფლება – როცა ფასეულობებში სინდისს უფრო მაღლა აყენებ, ვიდრე კეთილდღეობას”

„პიროვნების თავისუფლების ღერძი არის სინდისი. სინდისი არის ჭეშმარიტების სიყვარული და მისი განცდა, სიცრუეზე აღშფოთება… სინდისი არ არის მოცემულობა. იაპონელი მწერალი – „როუნოსკე აკუტაგავა ამობს, სინდისი წვერებივით არ ამოსდის ადამიანსო. სინდისი არის მარად გათლადი, გასაფაქიზებელი, ბევრი უნდა იფიქრო, ბევრი იაზროვნო. აქედანაა თავისუფლება. თავისუფლება არის სწორი არჩევნების გაკეთება, სწორ არჩევნებს მაშინ გააკეთებ, როცა სწორ ფასეულობებს დაადგენ. უკეთესს უარესისგან განასხვავებ. თვითნებობა არაა თავისუფლება. ის არის აზროვნების ღრმა აქტზე დამყარებული დიდი პასუხისმგებლობა. შენს პირად მარტოობაში უნდა გაიაზრო და შენსავე…

მეტი
1 3 4 5