8 წლის ბელგიელი ბიჭუნა უნივერსიტეტში აბარებს

8 წლის ბელგიელი ბიჭუნა უნივერსიტეტში აბარებს

ბელგიელმა სკოლის მოსწავლემ, ლორან სიმონმა ბრიუგეში საშუალო სკოლა 8 წლის ასაკში დაამთავრა. მან 6 წლიანი სასწავლო კურსი ნახევარ წელიწადში გაიარა. სკოლის დამამთავრებელი ატესტატი ლორანმა გასულ წელს, 18 წლის თანაკლასელებთან ერთად მიიღო. ბიჭუნას დედა ჰოლანდიელია, მამა – ბელგიელი. ლორანის ინტელექტუალური განვითარების კოეფიციენტი 145 პუნქტს შეადგენს. ბელგიის რადიოთი გამოსვლისას, ლორანმა აღნიშნა, რომ მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა, რაც, მისი თქმით, ფართო სფეროს მოიცავს – სტატისტიკას, გეომეტრიას და ალგებრას. ბიჭუნა უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავს, თუმცა ჯერ არ გაუკეთებია არჩევანი, რისი…

მეტი

კოსმოსური “ნოეს კიდობანი” – როგორი იქნება ხომალდი, რომლითაც კაცობრიობა დედამიწას დატოვებს

კოსმოსური “ნოეს კიდობანი” – როგორი იქნება ხომალდი, რომლითაც კაცობრიობა დედამიწას დატოვებს

მეცნიერები ამბობენ, რომ დადგება დღე, როდესაც ყველაფერი ისე მოხდება, როგორც ფანტასტიკურ ფილმებშია: კაცობრიობას დედამიწის დატოვება, ახალი სახლის – პლანეტის პოვნა და მასზე ახალი ცივილიზაციის შექმნა მოუწევს.  ასეთი მასშტაბური მოგზაურობისთვის ადამიანებს კოსმოსური “ნოეს კიდობნის” აგება დასჭირდებათ – ხომალდის, რომელიც გალაქტიკის გადაკვეთას და პირველი მაცხოვრებლების ახალ მიწაზე მიყვანას შეძლებს, სადაც არ უნდა იყოს ის. რა დროს დასჭირდება ამ უდიდეს გადასახლებას? და რა ზომის უნდა იყოს კოსმოსური ხომალდი, სადაც, დედამიწელებთან ერთად, მოთავსდება ყველაფერი, რაც სიცოცხლის გაგრძელებისა და ახალი…

მეტი

ილიაუნის სტუდენტები რექტორის კაბინეტთან, მესამე დღეა, შიმშილობენ

ილიაუნის სტუდენტები რექტორის კაბინეტთან, მესამე დღეა, შიმშილობენ

ილიაუნის სტუდენტები რექტორის კაბინეტთან, უკვე მესამე დღეა, შიმშილობენ. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია – ისინი ბიზნესკოლის აღდგენასა და დეკანის პოსტზე, გიორგი ქადაგიძის დაბრუნებას მოითხოვენ. რექტორის კაბინეტთან მოშიმშილე 15 სტუდენტი ხვალ უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს შეხვდება. შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა სტუდენტებს ილიაუნის რექტორმა, გიგა ზედანიამ, რომელიც აცხადებს, რომ არ ღირს შიმშილი იმისთვის, რაც შეიძლება დიალოგის გზით მოგვარდეს. “ახლა შევიტყე, რომ სტუდენტს გამოუთქვამს გულისტკივილი, რექტორს ჩვენთვის შიმშილობის შეწყვეტა არც უთხოვიაო. მინდა, სრულიად გულწრფელად ვთქვა, რომ ჩემი მთავარი თხოვნა სტუდენტების მიმართ სწორედ…

მეტი

“ტროას ცხენი” კიბოს წინააღმდეგ: ბრიტანელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა

“ტროას ცხენი” კიბოს წინააღმდეგ: ბრიტანელი მეცნიერების ახალი აღმოჩენა

ბრიტანეთის კიბოს კვლევის ინსტიტუტის მეცნიერებმა რევოლუციური წამალი შექმნეს, რომელმაც ეს-ესაა კლინიკური შემოწმება გაიარა და სიმსივნის 6 სახეობის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურად აღიარეს. ინოვაციური თერაპია “ტროას ცხენის” პრინციპით მოქმედებს: მისმა შემქმნელებმა წამალი “დამალეს” – ტოქსიკური მოლეკულები უვნებელი ანტისხეულებით შენიღბეს. ამ გზით, ის პირდაპირ სიმსივნურ წარმონაქმნში აღწევს და მას შიგნიდან ანადგურებს. ცდები იმ პაციენტებზე ჩატარდა, რომლებსაც კიბოს ყველაზე გავრცელებული და აგრესიული ფორმები აქვთ, თანაც – ბოლო სტადიაში, მას შემდეგ, რაც მათ მკურნალობის არც ერთმა სხვა მეთოდმა არ უშველა….

მეტი

უნიკალური ფოტო: ჩინურმა თანამგზავრმა მთვარის ბნელი მხარე გადაიღო

უნიკალური ფოტო: ჩინურმა თანამგზავრმა მთვარის ბნელი მხარე გადაიღო

ჩინურმა თანამგზავრმა “ლუნცზიან-2” უნიკალური ფოტო გადაიღო, რომელზეც პირველადაა აღბეჭდილი მთვარის მეორე, ე.წ. ბნელი მხარე, რომელიც დედამიწიდან არ ჩანს, ფონზე კი თავად დედამიწაა – მზის შუქით განათებული. ტყუპი თანამგზავრები “ლუნცზიან-1” და “ლუნცზიან-2”, რომელთაგან თითოეულის წონა 45 კილოგრამია, გასული წლის მაისში გაუშვეს, თუმცა მთვარის ორბიტაზე გასვლა მხოლოდ ერთ-ერთმა მათგანმა მოახერხა. ახლა ის უზრუნველყოფს კავშირის დამყარებას ჩინეთის კოსმიურ აპარატთან – “ჩანიე -4”, რომელიც 3 იანვარს, ისტორიაში პირველად, დაეშვა მთვარის საპირისპირო მხარეს. თუმცა, ფოტო ჩინეთის ნაციონალურ კოსმიურ სამმართველოს არ გამოუქვეყნებია, რომელიც…

მეტი

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისში “სამეცნიერო კაფე” და საკვირაო სკოლა გაიხსნება

არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით, თბილისში “სამეცნიერო კაფე” და საკვირაო სკოლა გაიხსნება

თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანებასა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ვაკის და ვარკეთილის მედიათეკებში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ, თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ. როგორც სოფიო ხუნწარიამ აღნიშნა, პროექტების მიზანია დედაქალაქში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. „არაერთხელ გაჟღერებულა ჩვენი მხრიდან, რომ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება და დღეს სწორედ ამ მიზნით მოვაწერეთ ხელი მემორანდუმს. ამ…

მეტი

მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, მე-11 და მე-12 კლასელებს დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნებათ

მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, მე-11 და მე-12 კლასელებს დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნებათ

საქართველოს პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს, დამამთავრებელი გამოცდები წელსვე მოეხსნებათ. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა სხდომის დაწყებამდე განაცხადა. “ჩვენ გვჭირდება ძლიერი და დამოუკიდებელი სკოლა, რომელიც ორიენტირებული იქნება განათლების მიღებაზე და არა იმაზე, რომ გამოცდებისთვის მოვამზადოთ ჩვენი მომავალი თაობა. განათლების მიღება სკოლაში – ეს არის ყველაზე დიდი პრიორიტეტი. შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ სკოლა და მისი ფუნდამენტი გავაძლიეროთ. ამასთან ერთად, განათლების სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საატესტატო გამოცდების მოხსნასთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება 2019 წელს მე-11…

მეტი

147-ე საჯარო სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა

147-ე საჯარო სკოლაში ევაკუაცია განხორციელდა

თბილისში, დიღმის მასივში მდებარე 147-ე საჯარო სკოლიდან მოსწავლეების, მასწავლებლებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამის მიზეზი ის ანონიმური ზარი გახდა, რომელიც იტყობინებოდა, რომ სკოლაში ბომბი იყო. როგორც სკოლაში აცხადებენ, მოგვიანებით ზარი ისევ განხორციელდა, რომლის ავტორმაც განაცხადა, რომ იხუმრა, თუმცა ამ დრომდე, სკოლის შენობაში სამართალდამცავები მუშაობენ.

მეტი

ალცჰაიმერის დაავადება, შესაძლოა, გადამდები აღმოჩნდეს

ალცჰაიმერის დაავადება, შესაძლოა, გადამდები აღმოჩნდეს

ალცჰაიმერის სინდრომი ინფექციური დაავადებაა – ბოლო პერიოდში, სულ უფრო იზრდება იმ სამეცნიერო პუბლიკაციების რიცხვი, რომლებიც ამ სახიფათო ჰიპოთეზას ადასტურებენ. ცოტა ხნის წინ, მეცნიერებმა ალცჰაიმერის დაავადების სიმპტომსა და ბაქტერიებს შორის კავშირის კიდევ ერთი მტკიცებულება მოიპოვეს. ლუისვილის უნივერსიტეტის მკვლევარები, მიკრობიოლოგ იან პოტემპას ხელმძღვანელობით, აცხადებენ, რომ ალცჰაიმერის სინდრომით დაავადებული ადამიანების ტვინში ბაქტერია Porphyromonas gingivalis იპოვეს. ეს მიკროორგანიზმი ქრონიკული პერიოდონტიტის ან ღრძილების ანთებისას ჩნდება – ამით კი მილიონობით ადამიანი იტანჯება. ლაბორატორიულ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ პათოგენური ბაქტერია, რაც ღრძილების ანთებას…

მეტი

მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

მე-11 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, 2020 წლიდან, სკოლებში, მე-11 კლასელთათვის, გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ცვლილებები ეხება ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც. ცენტრის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან, სავალდებული აღარც ზოგადი უნარების გამოცდა იქნება. გორგოძის განცხადებით, ცვლილებები სკოლებში ეტაპობრივად განხორციელდება. „იმ პირებს, ვინც ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე მე-11 კლასში, მათთვის უზრუნველვყოფთ გამოცდების ჩატარებას”, – განაცხადა გორგოძემ.

მეტი
1 2 3 4