სამკითხველოები წყლის წისქვილებში

სამკითხველოები წყლის წისქვილებში

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმის ფარგლებში, გურიის სოფლების:ლიხაურის, დვაბზუსა და სილაურის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, “გურიაში წყლის წისქვილი ისევ არის ჩამოჯდომის, ლოდინის, ფიქრის და საუბრების ადგილი. ახლა ამ ამბავს წიგნების და ჟურნალების სამკითხველოც დაემატა – იქვე კითხვაც შეგიძლია და თან წაღებაც. ასეთი სამკითხველოები სამ სოფელში: ლიხაურის, დვაბზუს და სილაურის წისქვილებში მოვაწყვეთ, შემოგებებული გურული პურ-მარილის თანხლებით”

მეტი

მასწავლებლის გლობალური ჯილდო კენიელმა პედაგოგმა მოიგო

მასწავლებლის გლობალური ჯილდო კენიელმა პედაგოგმა მოიგო

რამდენიმე წუთის წინ, გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ დუბაიში, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გაირკვა. ეს ჯილდო კენიელ მასწავლებელს, პეტერ ტაბაჩის ერგო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგის ტიტულთან ერთად 1 მილიონ ამერიკულ დოლარსაც მიიღებს. მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს და ფინალისტს შორის მოხვდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვლადიმერ აფხაზავა.

მეტი

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელის ვინაობა დღეს გაირკვევა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელის ვინაობა დღეს გაირკვევა

დღეს, გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ დუბაიში, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელის ვინაობა გახდება ცნობილი. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვლადიმერ აფხაზავა იმ ათ საუკეთესო ფინალისტს შორის არის, რომელთაგან ერთი დღეს გამარჯვებული და მილიონი დოლარის მფლობელი გახდება. ქართულ მედიასაშუალებებში, გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხუთი საუკეთესო ფინალისტი გამოიკვეთა და მათ შორის მოხვდა ქართველი პედაგოგიც, მაგრამ “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ოფიციალური “ფეისბუქის” გვერდი ამ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფორმატი ხუთეულის გამოკვეთას არ ითვალისწინებს….

მეტი

როგორ გავხდე ბედნიერი? – ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის 5 მარტივი რჩევა

როგორ გავხდე ბედნიერი? – ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის 5 მარტივი რჩევა

იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ლორი სანტოსი ამტკიცებს: იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, საჭიროა ზუსტად ისევე ივარჯიშოთ, როგორც მუსიკოსები და სპორტსმენები ვარჯიშობენ წარმატების მოსაპოვებლად. “ბედნიერების განცდა არ ჩნდება თავისთავად, საჭიროა ისწავლოთ, როგორ შეიგრძნოთ ის”, – ამბობს სანტოსი. მისი კურსი “ფსიქოლოგია და ბედნიერი ცხოვრება,” უნივერსიტეტის 317 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე პოპულარულად ითვლება. გასულ წელს კურსზე სტუდენტთა რეკორდული რაოდენობა ჩაეწერა- 1200 ადამიანი. “მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ბედნიერების მისაღწევად სრულიად გააზრებულ ძალისხმევას უნდა მიმართო, ეს კი არც იოლია და დროც…

მეტი

“არავინ დატოვო მიღმა” – თბილისის N100 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სპეციალურ ფლეშმობს მიუძღვნის

“არავინ დატოვო მიღმა” – თბილისის N100 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სპეციალურ ფლეშმობს მიუძღვნის

თბილისის N100 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ხვალ, 21 მარტს, 11:25-ზე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ და სპეციალურად ამ დღისთვის, ფლეშმობს მოაწყობენ. ფლეშმობში, სახელწოდებით  – “არავინ დატოვო მიღმა”, მონაწილეობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შშმ პირები მიიღებენ. “ამ აქციით გვინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ, ხაზი გავუსვათ, რომ ყველა ადამიანი არის თანაბარუფლებიანი, საზოგადოების ღირსეული წევრი და ჩვენ ყველა ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ პიროვნების ინდივიდუალურობასა და უნიკალურობას”, – ამბობენ სკოლაში.

მეტი

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 12 მარტს იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 12 მარტს იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 მარტს 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების…

მეტი

ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი Dragon დედამიწას დაუბრუნდა

ილონ მასკის კოსმოსური ხომალდი Dragon დედამიწას დაუბრუნდა

კერძო კოსმოსური ხომალდი, Crew Dragon, რომელიც ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა შექმნა, წარმატებით დაეშვა ატლანტიკის ოკეანეში, 450 კმ-ის დაშორებით კანავერალიდან (ფლორიდა). კაფსულას დაშვების ადგილას სამაშველო გემი “სერჩერი” ელოდებოდა. ნასა-ს სპეციალისტების განცხადებით, კოსმოსური ხომალდის დედამიწაზე დაბრუნება იყო გამოცდის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, ვინაიდან დაშვება ფრენის პროცესის ყველაზე სახიფათო ნაწილია. მეცნიერებს სურდათ, შეემოწმებინათ, რამდენად კარგად დაიცავს მომავალ ეკიპაჟს ხომალდის ახალი თბოდამცავი გარსი, რომელიც ადრინდელი “შატლებისგან” განსხვავებულია. გაფრენის დროს, კოსმოსური ხომალდის ბორტზე ეკიპაჟი არ იმყოფებოდა. კოსმოსში მანეკენმა იმოგზაურა. Crew Dragon-ი მსოფლიო…

მეტი

კახა კალაძე: განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია

კახა კალაძე: განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია

“განათლება ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა და არა პრივილეგია. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, განათლებაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იყო, როგორც ბიუროკრატიული ბარიერების, ისე ფინანსური კუთხით. ახალგაზრდებს და ხშირად, მათ ოჯახებს ვალების აღება უწევდათ, რათა ხარისხიანი განათლება და შესაბამისად, ღირსეული ცხოვრების პერსპექტივა მიეღოთ.” –  ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ისაუბრა, სადაც ახალი ინიციატივა „განათლება – გზა თავისუფლებისკენ“ პრეზენტაცია შედგა. თბილისის მერის თქმით, მთავრობის მიერ დღეს წარდგენილი საგანმანათლებლო ინიციატივა ქვეყანაში ხარისხიანი განათლების მიღებას შეუწყობს ხელს. მისივე თქმით,  თბილისის მერია მაქსიმუმს გააკეთებს…

მეტი

“ძალიან ბედნიერი ვარ” – ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლის მოსწავლეებმა დახვედრა მოუწყვეს

“ძალიან ბედნიერი ვარ” – ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლის მოსწავლეებმა დახვედრა მოუწყვეს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მასწავლებელს, ლადო აფხაზავას დღეს მოსწავლეებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს. ემოციური შეხვედრის ფოტოებს “მასწავლებლის სახლი” ავრცელებს. “ჩვენ  თქვენით ვამაყობთ”, “გილოცავთ”, “გვიყვარხართ” – ასეთი შინაარსის პოსტერები და ბუშტები დაახვედრეს ჩიბათის სკოლაში დღეს პედაგოგს. ქართველი პედაგოგი, 2019 წლის “მასწავლებლის გლობალური ჯილდოს” 10 ფინალისტს შორის მოხვდა. ფინალისტები, დღეს გამთენიას, ჰოლივუდელმა მსახიობმა, ჰიუ ჯეკმანმა დაასახელა. “ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, სი­ტყვე­ბი არ მყოფ­ნის, რომ გა­მოვ­ხა­ტო და გად­მოგ­ცეთ ჩემი ემო­ცი­ე­ბი! 2017 წელს მასწავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დოს მფლო­ბე­ლი რომ გავ­ხდი,…

მეტი

ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტში მოხვდა

ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტში მოხვდა

ქართველი პედაგოგი, ლადო აფხაზავა, 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. ფინალისტები, დღეს გამთენიას, ამერიკელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა. 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში არიან: დებორა გურაფლო  (ბრაზილია); დეიზი მერტენსი (ნიდერლანდები); ენდრიუ მოფეტი (დიდი ბრიტანეთი); მარტინ სალვეტი (არგენტინა); მელისა სალგუერო (აშშ); პიტერ ტუბიში (კენია); სვარუპ რავა (ინდოეთი); ვლადიმერ აფხაზავა (საქართველო);  იასოდაი სელვაკუმარან (ავსტრალია); ჰიდიკაზუ შოტო (იაპონია). ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ. “Global Teacher  2019”-ის გამარჯვებული, დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე, 2019…

მეტი
1 2 3 4