ისტორიული ფოტო – მეცნიერებმა შავი ხვრელის პირველი კადრი გამოაქვეყნეს

ისტორიული ფოტო – მეცნიერებმა შავი ხვრელის პირველი კადრი გამოაქვეყნეს

ასტრო სენსაცია – მეცნიერებმა მოვლენათა ჰორიზონტის ტელესკოპის (EHT) მიერ შეგროვებული მონაცემების საფუძველზე შექმნილი შავი ხვრელის ფოტო გამოაქვეყნეს. ფოტოზე, გალაქტიკა Messier 87-ის ცენტრში არსებული შავ ხვრელი ჩანს, რომლის სიგანეც 40 მილიარდი კილომეტრია. როგორც იცით, ამ დრომდე არსებული ყველა სურათი ხელოვნურად იყო შექმნილი. ეს კი პირველი ფოტოა, რომელზეც შავი ხვრელი რეალურადაა აღბეჭდილი.

მეტი

ყველაზე სახიფათო და სასარგებლო პროდუქტები – ცნობილი მეცნიერების რჩევები კვების ყოველდღიური რაციონის შესახებ

ყველაზე სახიფათო და სასარგებლო პროდუქტები – ცნობილი მეცნიერების რჩევები კვების ყოველდღიური რაციონის შესახებ

კვების არასწორად დაბალანსებული რაციონის გამო, ყოველწლიურად, მსოფლიოში 11 მილიონი ადამიანი იღუპება, – ამტკიცებს სამეცნიერო ჟურნალში Lancet გამოქვეყნებული პუბლიკაცია, რომელიც ავტორიტეტულ კვლევებს ეფუძნება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არასწორი კვება უფრო მეტ საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ვიდრე სიგარეტი. დღეისდღეობით, ყოველი მეხუთე ადამიანი მსოფლიოში, სწორედ არასწორი კვების გამო, ნაადრევად იღუპება. ამასთან, მკვლევარებმა შეისწავლეს არა ზედმეტი წონის პრობლემა, არამედ, არასწორი დიეტა, რაც აზიანებს გულს და შესაძლოა, გახდეს კიბოს გამომწვევი მიზეზი. კვლევების თანახმად, ყველაზე მეტად სიცოცხლის ხანგრძლივობას მარილი ამცირებს, სადაც არ…

მეტი

Aurora Station – პირველი კოსმოსური სასტუმრო ორბიტაზე, სავარაუდოდ, 2022 წელს გაიხსნება

Aurora Station – პირველი კოსმოსური სასტუმრო ორბიტაზე, სავარაუდოდ, 2022 წელს გაიხსნება

შესაძლოა, არარეალურად გამოიყურება, მაგრამ 2022 წლიდან ადამიანები შვებულების გატარებას უკვე კოსმოსში მდებარე სასტუმროში შეძლებენ.   ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 2018 წლის აპრილში, Space 2.0-ის კონფერენციაზე, სან-ხოსეში (კალიფორნია) გამოაცხადეს, რომ Aurora Station (სადგური “ავრორა”) იქნება მსოფლიოში პირველი სასტუმრო ორბიტაზე.  “ავრორას” სტუმრებს, 12 დღე-ღამის განმავლობაში, შესაძლებლობა ექნებათ, ისიამოვნონ დედამიწის კოსმოსიდან ყურებით და დააკვირდნენ ჩრდილოეთის ნათებას. მათ არ მოუწევთ ასტრონავტების მსგავსად ცხოვრება, რადგან სასტუმრო – საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ლუქს-ვერსია იქნება. ამასთან, ისინი ნამდვილად კოსმოსში დაიძინებენ, ორბიტაზე, რომელიც ჩვენი…

მეტი

კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა

კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა

სამშენებლო კომპანია MBG-მ ბერშუეთის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის გადახურვა დაასრულა. სახურავი წლების განმავლობაში დაზიანებული იყო, საიდანაც სპორტის დარბაზში წყალი ჩადიოდა, კედლები დაინესტა და ადგილობრივ მოზარდებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევდათ ვარჯიში. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ, კომპანია PRMC შიდა სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს დაიწყებს.  სპორტულ დარბაზში თანამედროვე განათების სისტემას კი კომპანია GTG  დაამონტაჟებს. PRMC-ის სოციალური კამპანიის, “ძლიერები არ ძალადობენ” ფარგლებში, “ფუნიკულიორზე” გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე, სადაც ქართველი და მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავების სპორტული აქსესუარები გაიყიდა, ბერშუეთის სკოლის დასახმარებლად თანხა შეგროვდა.

მეტი

სამკითხველოები წყლის წისქვილებში

სამკითხველოები წყლის წისქვილებში

ეროვნული ბიბლიოთეკის მოძრაობა ეკვილიბრიუმის ფარგლებში, გურიის სოფლების:ლიხაურის, დვაბზუსა და სილაურის წისქვილებში ბიბლიოთეკები მოეწყო. ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, “გურიაში წყლის წისქვილი ისევ არის ჩამოჯდომის, ლოდინის, ფიქრის და საუბრების ადგილი. ახლა ამ ამბავს წიგნების და ჟურნალების სამკითხველოც დაემატა – იქვე კითხვაც შეგიძლია და თან წაღებაც. ასეთი სამკითხველოები სამ სოფელში: ლიხაურის, დვაბზუს და სილაურის წისქვილებში მოვაწყვეთ, შემოგებებული გურული პურ-მარილის თანხლებით”

მეტი

მასწავლებლის გლობალური ჯილდო კენიელმა პედაგოგმა მოიგო

მასწავლებლის გლობალური ჯილდო კენიელმა პედაგოგმა მოიგო

რამდენიმე წუთის წინ, გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ დუბაიში, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელი გაირკვა. ეს ჯილდო კენიელ მასწავლებელს, პეტერ ტაბაჩის ერგო, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო პედაგოგის ტიტულთან ერთად 1 მილიონ ამერიკულ დოლარსაც მიიღებს. მსოფლიოს ათ საუკეთესო მასწავლებელს და ფინალისტს შორის მოხვდა ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვლადიმერ აფხაზავა.

მეტი

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელის ვინაობა დღეს გაირკვევა

მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელის ვინაობა დღეს გაირკვევა

დღეს, გაერთიანებული საემიროების დედაქალაქ დუბაიში, მასწავლებლის გლობალური ჯილდოს მფლობელის ვინაობა გახდება ცნობილი. ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის პედაგოგი, ვლადიმერ აფხაზავა იმ ათ საუკეთესო ფინალისტს შორის არის, რომელთაგან ერთი დღეს გამარჯვებული და მილიონი დოლარის მფლობელი გახდება. ქართულ მედიასაშუალებებში, გუშინ, გვიან ღამით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ხუთი საუკეთესო ფინალისტი გამოიკვეთა და მათ შორის მოხვდა ქართველი პედაგოგიც, მაგრამ “მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს” ოფიციალური “ფეისბუქის” გვერდი ამ ინფორმაციას უარყოფს და განმარტავს, რომ მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფორმატი ხუთეულის გამოკვეთას არ ითვალისწინებს….

მეტი

როგორ გავხდე ბედნიერი? – ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის 5 მარტივი რჩევა

როგორ გავხდე ბედნიერი? – ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგის 5 მარტივი რჩევა

იელის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, ლორი სანტოსი ამტკიცებს: იმისთვის, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ, საჭიროა ზუსტად ისევე ივარჯიშოთ, როგორც მუსიკოსები და სპორტსმენები ვარჯიშობენ წარმატების მოსაპოვებლად. “ბედნიერების განცდა არ ჩნდება თავისთავად, საჭიროა ისწავლოთ, როგორ შეიგრძნოთ ის”, – ამბობს სანტოსი. მისი კურსი “ფსიქოლოგია და ბედნიერი ცხოვრება,” უნივერსიტეტის 317 წლიანი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე პოპულარულად ითვლება. გასულ წელს კურსზე სტუდენტთა რეკორდული რაოდენობა ჩაეწერა- 1200 ადამიანი. “მეცნიერებამ დაამტკიცა, რომ ბედნიერების მისაღწევად სრულიად გააზრებულ ძალისხმევას უნდა მიმართო, ეს კი არც იოლია და დროც…

მეტი

“არავინ დატოვო მიღმა” – თბილისის N100 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სპეციალურ ფლეშმობს მიუძღვნის

“არავინ დატოვო მიღმა” – თბილისის N100 საჯარო სკოლა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს სპეციალურ ფლეშმობს მიუძღვნის

თბილისის N100 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ხვალ, 21 მარტს, 11:25-ზე დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ და სპეციალურად ამ დღისთვის, ფლეშმობს მოაწყობენ. ფლეშმობში, სახელწოდებით  – “არავინ დატოვო მიღმა”, მონაწილეობას სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების და შშმ პირები მიიღებენ. “ამ აქციით გვინდა, რომ გამოვხატოთ ჩვენი მხარდაჭერა დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ, ხაზი გავუსვათ, რომ ყველა ადამიანი არის თანაბარუფლებიანი, საზოგადოების ღირსეული წევრი და ჩვენ ყველა ვალდებულნი ვართ, პატივი ვცეთ პიროვნების ინდივიდუალურობასა და უნიკალურობას”, – ამბობენ სკოლაში.

მეტი

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 12 მარტს იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს, 12 მარტს იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისა და საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის რეგისტრაცია 12 მარტს 10:00 საათზე დაიწყება და 3 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდება. აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ჩატარდება: პირველ, ძირითად ეტაპზე აბიტურიენტებს შეეძლებათ პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქისა და ჩასაბარებელი საგნების არჩევა. 3 აპრილის შემდეგ აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა 7 მაისის 18:00 საათამდე შეეძლება გამოცდის დამატება ან საგნის შეცვლა. რაც შეეხება საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს, სარეგისტრაციო განაცხადში საგანმანათლებლო პროგრამების მითითებისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტს აპელაციების…

მეტი
1 2 3 4