“ოქროს გლობუსი” საუკეთესო ფილმისთვის “ბოჰემურ რაფსოდიას” გადაეცა

“ოქროს გლობუსი” საუკეთესო ფილმისთვის “ბოჰემურ რაფსოდიას” გადაეცა

“ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიაზე, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში “ბოჰემურმა რაფსოდიამ”  (Bohemian Rhapsody) გაიმარჯვა და მეორე პრიზიც მოიპოვა – მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლისთვის (რამი მალეკი – ფრედი მერკურის როლში). ბიოგრაფიულ ფილმს, ლეგენდარული ჯგუფის, Queen-ის შესახებ, პრემიერის შემდეგ, კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. პრობლემები შეიქმნა გადაღებების დროსაც – ფილმის რეჟისორი ბრაიან სინგერი დაითხოვეს. მას მთავარი როლის შემსრულებელთან, რამი მალეკთან კონფლიქტი ჰქონდა. პროექტის დასასრულებლად, ინგლისელი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი დექსტერ ფლეტჩერი მოიწვიეს.  ამ პრობლემების მიუხედავად, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში “ბოჰემურმა რაფსოდიამ” ფავორიტად…

მეტი

ბოდლერის წერილი არშემდგარ თვითმკვლელობაზე 234 ათას ევროდ გაიყიდა

ბოდლერის წერილი არშემდგარ თვითმკვლელობაზე 234 ათას ევროდ გაიყიდა

ფრანგი პოეტის, შარლ ბოდლერის წერილი, სადაც ის თვითმკვლელობაზე წერს, აუქციონზე, მოლოდინზე სამჯერ ძვირად – 234 ათას ევროდ გაიყიდა. წერილი 1845 წლის 30 ივნისით თარიღდება. მასში პოეტი თავის სატრფოს – ჟანა დიუვალს წერს, რომ იმ დროისთვის, როდესაც ის ამ წერილს წაიკითხავს, თავად უკვე მკვდარი იქნება. თვითმკვლელობის მიზეზად ბოლდერი მოწყენილობას მიუთითებს. იმ დღეს შარლ ბოდლერმა თვითმკვლელობა მართლაც სცადა, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. ამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მან კიდევ 22 წელი იცოცხლა და სწორედ ამ დროის განმავლობაში…

მეტი

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე: “მე მაქვს ერთი საინტერესო და სრულიად არამეცნიერული შეხედულება ჩვენს ანბანზე – ფუფუნებაა, როდესაც საკუთარი ანბანი გაქვს ერს, რადგან თქვენ გვიყურებთ გაოცებული; ჩვენ თქვენს წიგნებს პირველად ვკითხულობთ, ხოლო თქვენ საერთოდ ვერ კითხულობთ ჩვენსას. ეს უპირატესობაა. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთდან, ხოლო ჩვენ არავინ გვთარგმნიდა. ახლა წარმოიდგინეთ ეს უპირატესობა… ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობდით არაფერს ჩვენსას. ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რამ – არაბული, სპარსული, სომხური…

მეტი
1 3 4 5