თბილისის 22-ე ჯაზფესტივალი 28 თებერვალს გაიხსნება

თბილისის 22-ე ჯაზფესტივალი 28 თებერვალს გაიხსნება

თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, დედაქალაქი, 28 თებერვლიდან 2 მარტის ჩათვლით, თბილისის 22-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. ამასთან დაკავშირებით, „თიბისი გალერეაში“ პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი, კომპანია „ისთერნ პრომოუშენსის“  დირექტორი გიორგი კერესელიძე და „თიბისი ბანკის“ მარკეტინგის დირექტორი ნინო ეგაძე უძღვებოდნენ. სოფიო ხუნწარიამ ჯაზფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ  პროექტებზე ისაუბრა. „თბილისი არის საფესტივალო ქალაქი და ის აუცილებლად გახდება რეგიონში კულტურის დედაქალაქი….

მეტი

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

მსახიობი გურანდა გაბუნია გარდაიცვალა

ქართული თეატრისა და კინოს მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი, გურანდა გაბუნია, 80 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. ამ ფაქტს მისი ოჯახის წევრები ადასტურებენ. გურანდა გაბუნიამ 20-მდე ქართულ ფილმში ითამაშა, მათ შორისაა “დათა თუთაშხია”, “მზე შემოდგომისა”, “თოჯინები იცინიან” და ა.შ. მსახიობი იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი და დაჯილდოებული იყო ღირსების ორდენით.  

მეტი

რეპერი “შავი პრინცი” გარდაიცვალა

რეპერი “შავი პრინცი” გარდაიცვალა

ქართველი რეპერი, “შავი პრინცი”, აკაკი ბაბუნაშვილი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მუსიკოსის მეგობარმა, “ჯერონიმომ”, ანზორ ჩიხლაძემ გაავრცელა. შემთხვევა ბათუმში მოხდა. “შავი პრინცის” გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. აკაკი ბაბუნაშვილი ქუთაისში დაიბადა, იქვე დაამთავრა მუსიკალური შვიდწლედი. 1995 წელს დააარსა მუსიკალური ჯგუფი “ძებნილები”, რომელსაც 2003 წელს გამოეყო და სოლო კარიერა დაიწყო.

მეტი

ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორი, მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა

ლეგენდარული ფრანგი კომპოზიტორი, მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა

პარიზში, 87 წლის ასაკში, ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი, დირიჟორი და პიანისტი, მიშელ ლეგრანი გარდაიცვალა. ლეგრანი 1932 წელს, საფრანგეთის დედაქალაქში, ფრაგი კომპოზიტორისა და დირიჟორის – რეიმონ ლეგრანის და სომეხი წარმოშობის პიანიატის, მარსელ ტერ-მიქაელიანის ოჯახში დაიბადა. მისი ბიძა – დედის მხრიდან, ჟაკ ჰელი, ასევე ცნობილი დირიჟორი იყო. მიშელ ლეგრანმა, 1950 წელს, პარიზის კონსერვატორია დაამთავრა და აშშ-ში გაემგზავრა, სადაც მომღერალისა და კომპოზიტორის, მორის შევალიეს აკომპანიატორად მუშაობდა. სწორედ მაშინ ჩაწერა მან ჯაზური კომპოზიცია – I Love Paris, რომელიც გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა….

მეტი

“ოქროს გლობუსი” საუკეთესო ფილმისთვის “ბოჰემურ რაფსოდიას” გადაეცა

“ოქროს გლობუსი” საუკეთესო ფილმისთვის “ბოჰემურ რაფსოდიას” გადაეცა

“ოქროს გლობუსის” დაჯილდოების ცერემონიაზე, საუკეთესო ფილმის კატეგორიაში “ბოჰემურმა რაფსოდიამ”  (Bohemian Rhapsody) გაიმარჯვა და მეორე პრიზიც მოიპოვა – მამაკაცის საუკეთესო დრამატული როლისთვის (რამი მალეკი – ფრედი მერკურის როლში). ბიოგრაფიულ ფილმს, ლეგენდარული ჯგუფის, Queen-ის შესახებ, პრემიერის შემდეგ, კრიტიკოსების არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. პრობლემები შეიქმნა გადაღებების დროსაც – ფილმის რეჟისორი ბრაიან სინგერი დაითხოვეს. მას მთავარი როლის შემსრულებელთან, რამი მალეკთან კონფლიქტი ჰქონდა. პროექტის დასასრულებლად, ინგლისელი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი დექსტერ ფლეტჩერი მოიწვიეს.  ამ პრობლემების მიუხედავად, საუკეთესო ფილმის ნომინაციაში “ბოჰემურმა რაფსოდიამ” ფავორიტად…

მეტი

ბოდლერის წერილი არშემდგარ თვითმკვლელობაზე 234 ათას ევროდ გაიყიდა

ბოდლერის წერილი არშემდგარ თვითმკვლელობაზე 234 ათას ევროდ გაიყიდა

ფრანგი პოეტის, შარლ ბოდლერის წერილი, სადაც ის თვითმკვლელობაზე წერს, აუქციონზე, მოლოდინზე სამჯერ ძვირად – 234 ათას ევროდ გაიყიდა. წერილი 1845 წლის 30 ივნისით თარიღდება. მასში პოეტი თავის სატრფოს – ჟანა დიუვალს წერს, რომ იმ დროისთვის, როდესაც ის ამ წერილს წაიკითხავს, თავად უკვე მკვდარი იქნება. თვითმკვლელობის მიზეზად ბოლდერი მოწყენილობას მიუთითებს. იმ დღეს შარლ ბოდლერმა თვითმკვლელობა მართლაც სცადა, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. ამ წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, მან კიდევ 22 წელი იცოცხლა და სწორედ ამ დროის განმავლობაში…

მეტი

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძე: “არ ემთხვევა რაღაცები, მაგრამ რა ვქნათ, ასეა…”

აკა მორჩილაძის სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე: “მე მაქვს ერთი საინტერესო და სრულიად არამეცნიერული შეხედულება ჩვენს ანბანზე – ფუფუნებაა, როდესაც საკუთარი ანბანი გაქვს ერს, რადგან თქვენ გვიყურებთ გაოცებული; ჩვენ თქვენს წიგნებს პირველად ვკითხულობთ, ხოლო თქვენ საერთოდ ვერ კითხულობთ ჩვენსას. ეს უპირატესობაა. საუკუნეები ჩვენ ვთარგმნიდით ძალიან ბევრი ენიდან, განსაკუთრებით აღმოსავლეთდან, ხოლო ჩვენ არავინ გვთარგმნიდა. ახლა წარმოიდგინეთ ეს უპირატესობა… ჩვენ ვკითხულობდით ყველაფერს და თქვენ არ კითხულობდით არაფერს ჩვენსას. ამიტომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი რამ – არაბული, სპარსული, სომხური…

მეტი
1 2 3 4