“ევროვიზიის” ქართულმა ჟიურიმ თამთა გოდუაძეს 6 ქულა დაუწერა, აზერბაიჯანს – 10

“ევროვიზიის” ქართულმა ჟიურიმ თამთა გოდუაძეს 6 ქულა დაუწერა, აზერბაიჯანს – 10

“ევროვიზიის” ქართულმა ჟიურიმ, რამდენიმე წუთის წინ, საკუთარი ქულები გამოაცხადა. გასული წლისგან განსხვავებით, სადაც რუსეთის მონაწილეს ქართველმა შემფასებლებმა მაქსიმალური შეფასება არგუნეს, წელს მათ წარმომადგენელს ქულაც არ ერგო. თუმცა, საინტერესოა, რომ კვიპროსის სახელით მონაწილე ქართველს, თამთა გოდუაძეს საქართველომ მხოლოდ 6 ქულა მიაკუთვნა, მეზობელ აზერბაიჯანს კი – 10. ქულათა მაქსიმუმი ჩეხმა კონკურსანტმა მიიღო. ქართული ჟიურის ქულები ასე გადანაწილდა: ჩეხეთი – 12 აზერბაიჯანი – 10 ჰოლანდია – 8 დანია – 7 კვიპროსი – 6 საფრანგეთი – 5 სლოვენია –…

მეტი

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი Jessie J საქართველოში კონცერტს გამართავს

ცნობილი ბრიტანელი მომღერალი Jessie J საქართველოში კონცერტს გამართავს

ცნობილი ბრიტანელი შემსრულებელი Jessie J, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონი ალბომი და 20 მილიონი სინგლი აქვს გაყიდული, საქართველოს ესტუმრება და 2019 წლის 6 აგვისტოს, “ბლექ სი არენაზე” კონცერტს გამართავს. Jessie J მუსიკალურმა სამყარომ 2011 წელს გამოცემული სადებიუტო ალბომით Who You Are გაიცნო. BRIT Awards-ის ჯილდოს მომტანი ალბომი ისეთ ჩანაწერებს შეიცავდა, როგორებიცაა “Price Tag”, “Domino” და “Laserlight” – კომპოზიციებს, რომლებმაც არტისტის მომავალი კარიერა მნიშვნელოვნად განსაზღვრა. 2019 წელს Jessie J განაგრძობს მსოფლიოში მოგზაურობას და მსმენელს როგორც ძველ,…

მეტი

“Black Sea Arena”-ზე 16 ივნისს Black Eyed Peas იმღერებს

“Black Sea Arena”-ზე 16 ივნისს Black Eyed Peas იმღერებს

16 ივნისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზი „ბლექ სი არენა”, Check in Georgia-ს ფარგლებში, 2019 წლის სეზონს ამერიკული მუსიკალური ბენდის, Black Eyed Peas-ის კონცერტით გახსნის. ამ ინფორმაციას “ბლექ სი არენას” ფეისბუქ-გვერდი ავრცელებს. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესოდ გაყიდვადი ჯგუფი (მთლიანობაში გაყიდული 76 მილიონი ჩანაწერით) საქართველოს ბოლო ალბომის, Masters of the Sun Vol. 1 მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში ეწვევა. ბილეთების გაყიდვა დაიწყება დღეს, 30 აპრილს, საღამოს 20:00 საათზე, საიტებზე TKT.ge და Eventer.ge. ბილეთის ფასი 50-დან 250 ლარამდე იქნება.

მეტი

ნიუ-იორკში “სამეფო კარის თამაშების” გრანდიოზული პრემიერისთვის ემზადებიან (ფოტო, ვიდეო)

ნიუ-იორკში “სამეფო კარის თამაშების” გრანდიოზული პრემიერისთვის ემზადებიან (ფოტო, ვიდეო)

მთელი მსოფლიო 14 აპრილს ელოდება. ამ დღეს ეპიკური სერიალის – “სამეფო კარის თამაშების” ფინალური სეზონის პირველი სერიის პრემიერა შედგება. “რეკორდერს” ნიუ იორკიდან მარიამ ავსაჯანიშვილმა ფოტო და ვიდეო მასალა გამოუგზავნა, თუ როგორ ემზადებიან სერიალის შემქმნელები გრანდიოზული პრემიერისთვის. რაც უფრო მცირე დრო რჩება ბოლო სეზონის პრემიერამდე, მით უფრო მეტი “სპოილერი” ჩნდება მაყურებლისთვის. ჯიმი ფელონის შოუში, არია სტარკის როლის შემსრულებელმა, მეისი უილიამსმა გაამხილა, რომ მისი პერსონაჟი კვდება. “მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ არია სტრაკი კვდება…” და მსახიობმა პირზე…

მეტი

სად გაქრა “სამყაროს მხსნელი”? ლეონარდო და ვინჩის შედევრს ისევ ვერ პოულობენ

სად გაქრა “სამყაროს მხსნელი”? ლეონარდო და ვინჩის შედევრს ისევ ვერ პოულობენ

აბუ-დაბის ახალ მუზეუმში ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში უნდა გამოეფინათ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ნახატი – “სამყაროს მხსნელი”. ახლა მუზეუმის თანამშრომლები გაზეთ New York Times-ს ეუბნებიან, რომ არ იციან, სად გაქრა ფერწერული ტილო. 2017 წლის დეკემბერში აბუ-დაბის ლუვრმა (მუზეუმი, პარიზის ლუვრის ნებართვით, მის სახელს ატარებს) სოციალურ ქსელ “ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ “სამყაროს მხსნელი” მასთანაა. ნახატის გამოფენა, თავდაპირველად, 18 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა მუზეუმმა ჩვენება ისე გადადო, რომ მიზეზი არ აუხსნია. ახლახანს გაზეთ New York Times-მა, აბუ-დაბის ლუვრის ინკოგნიტო…

მეტი

რეპერი ლილ უიენი, მაყურებლის წინაშე, “შოთა, ვაჟა, გალაკტიონი”-ს ჯინსით წარსდგა

რეპერი ლილ უიენი, მაყურებლის წინაშე, “შოთა, ვაჟა, გალაკტიონი”-ს  ჯინსით წარსდგა

რეპერი, ოთხი გრემის მფლობელი ლილ უიენი, დემნა გვასალიას მიერ შექმნილი ჯინსის ქურთუკით – “შოთა, ვაჟა, გალაკტიონი”-ით წარსდგა მაყურებლის წინაშე. მუსიკოსი, Vetements-ის ჯინსით, Pot of Gold-ის ფესტივალზე, არიზონაში  იხილა მაყურებელმა. ფოტო, “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე, თავად ლილ უეინმა გაავრცელა.

მეტი

Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება

Tbilisi Open Air 21-23 ივნისს გაიმართება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, 21, 22 და 23 ივნისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Open Air-ის საიუბილეო, მე-10 ფესტივალი გაიმართება, რომლის ჰედლაინერები Franz Ferdinand, Mogwai, UNKLE, Rhye, David August, The Subways, Michelle Gurevich, 1200 Micrograms და „მწვანე ოთახი“ არიან. ღონისძიებაში, საერთო ჯამში, 70-მდე შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. საიუბილეო ფესტივალის პროგრამა ორგანიზატორებმა და მხარდამჭერებმა დღეს, მულტიფუნქციურ კულტურულ ცენტრ „ფაბრიკაში“ გამართულ ღონისძიებაზე წარადგინეს. „დედაქალაქში მსოფლიო დონისა და მასშტაბის მუსიკალური ფესტივალი უკვე ათი წელია იმართება, რომელიც მსმენელს მრავალფეროვან პროგრამას, ღია ცის ქვეშ…

მეტი

ჰაგრიდი “ჰარი პოტერიდან” ეტლით გადაადგილდება

ჰაგრიდი “ჰარი პოტერიდან” ეტლით გადაადგილდება

“ჰარი პოტერის” ერთ-ერთი კეთილი და საყვარელი გმირი,  რობი კოლტრეინი (რუბენს ჰაგრიდი), რომელიც ჰოგვარდის გასაღების მცველია, ეტლით გადაადგილდება. ფოტოები, რომელიც ინტერნეტით გავრცელდა, ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროშია გადაღებული, სადაც მსახიობი სარეკლამო რგოლის პრეზენტაციას ესწრებოდა. 68 წლის რობი კოლტრეინს, უკვე რამდენიმე წელია, ართროზი აწუხებს. ბრიტანული გამოცემების ცნობით, მსახიობს გადაადგილება საერთოდ აღარ შეუძლია და ის ეტლზეა მიჯაჭვული. ერთადერთი შანსი, რომელიც ამ ეტაპზე განიხილება, მუხლებიც ოპერაციაა. მას მსახიობს ახლო პერიოდში ჩაუტარებენ. მსახიობი ახლა 68 წლისაა. მან “პოტერომანების” გულები ფილმის პირველივე ნაწილიდან…

მეტი

Exclusive: 83 წლის ვუდი ალენი “რეკორდერის” ფოტოობიექტივში ცენტრალ-პარკიდან

Exclusive: 83 წლის ვუდი ალენი “რეკორდერის” ფოტოობიექტივში ცენტრალ-პარკიდან

ჰოლივუდის ვარსკვლავი, კინორეჟისორი ვუდი ალენი, ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში ახალგაზრდა ქალბატონთან ერთად სეირნობისას, “რეკორდერის” ფოტოობიექტივში მოხვდა. ცნობილი რეჟისორისა და მსახიობის ფოტოები “რეკორდერს” ამერიკის შეერთებული შტატებიდან თეა მიტიჩაშვილმა ექსკლუზიურად მიაწოდა. ცნობისთვის, 83 წლის რეჟისორს, 48 წლის განმავლობაში, 74 ფილმი აქვს გადაღებული. ვუდი ალენი 4 ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს არაერთგზის ჯილდოს მფლობელია.

მეტი

ბრიტანულმა მაღაზიამ დემნა გვასალიას ჰუდი გაყიდვიდან ამოიღო

ბრიტანულმა მაღაზიამ დემნა გვასალიას ჰუდი გაყიდვიდან ამოიღო

ბრიტანულმა მაღაზია Harrods-მა,  დემნა გვასალიას მიერ Vetements-ისთვის შექმნილი ჰუდი გაყიდვებიდან ამოიღო. როგორც დასავლური მედია იტყობინება, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მაღაზიის მეპატრონეებმა აღმოაჩინეს, რომ ზედატანზე უცენზურო წარწერა იყო დატანილი. ცნობილი მაღაზიათა ქსელის პერსონალს ჰუდზე განთავსებული რუსული ანბანი ქართული ეგონა. მაღაზიის კონსულტანტებს თვალი Financial Times-ის ჟურნალისტმა, მაქს სედონმა აუხილა. Twiiter-ის საკუთარ გვერდზე მან დაწერა, რომ რეალურად, ჰუდზე განთავსებული წარწერა არის რუსულ ენაზე და მისი მიახლოებული თარგმანიც მიუთითა. მანამდე, დემნა გვასალიას დიზაინით გაკეთებული ჰუდს მაღაზია 680 ფუნტად…

მეტი
1 2 3 4 5