ვინ იყო თამუნია – რეზო გაბრიაძის და გია ყანჩელის შემოქმედებითი მუზა

ვინ იყო თამუნია – რეზო გაბრიაძის და გია ყანჩელის შემოქმედებითი მუზა

ვინ იყო თამუნია, რომელიც მხატვრულ ფილმ “შერეკილებში”, რეზო გაბრიაძისა და გია ყანჩელისთვის შემოქმედებითი მუზა გახდა. ქუთაისელი გოგონას, თამუნია გენძეხაძის სილამაზით გაბრიაძემ ფილმის სცენარი  შექმნა, გია ყანჩელმა კი მას დაუვიწყარი მუსიკა მიუძღვნა. თამუნია გენძეხაძეს ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე იხსენებს. “ეჰ თამუნია, თამუნია… ჩაგესმით ყანჩელისეული სევდიანი ჟღერადობა? იცით, ვინ თამუნიას მისტირის რეზო გაბრიაძე და ვის გამოც შექმნეს ეს უმაგრესი მუსიკა? ძირძველ ქუთაისელებს კარგად ემახსოვრებათ თამუნია გენძეხაძე… ღმერთო, რა ლამაზი იყო ქალბატონი თამუნია. მე რომ მას ქუჩაში ავედევნებოდი უკვე…

მეტი

გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

დიდ ქართველ კომპოზიტორს, გია ყანჩელს 5 ოქტომბერს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. დიდუბის პანთეონში დაკრძალვის გადაწყვეტილება თავად კომპოზიტორის სურვილი და ანდერძი იყო. მსოფლიოში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი

28 სექტემბერს, Nine Club-ში პანჩოს კონცერტი გაიმართება

28 სექტემბერს, Nine Club-ში პანჩოს კონცერტი გაიმართება

28 სექტემბერს, Nine Club-ში პანჩოს კონცერტი გაიმართება. 90-იანი წლებიდან დღემდე, არაერთი ცნობილი ჰიტის ავტორს, კონცერტი დიდი ხანია არ ჩაუტარებია. ამიტომაც კონცერტს მისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის სახელი “ასი წლის შემდეგ” ერქმევა. პანჩოს, იგივე ლევან მგალობლიშვილის თქმით, კონცერტზე ის ყველასათვის ნაცნობ სიმღერებთან ერთად ახალ სიმღერებსაც შეასრულებს. კლუბის გადაწყვეტილებით, კონცერტზე დასწრება უფასოა, თუმცა ვრცელდება ასაკობრივი შეზღუდვა. დამსწრე, მინიმუმ 21 წლის უნდა იყოს.

მეტი

EXLUSIVE  ბიჭოლა ბარბის თოჯინიდან ნამდვილ დედოფლამდე  

EXLUSIVE  ბიჭოლა ბარბის თოჯინიდან ნამდვილ დედოფლამდე  

განსხვავებული ჩვენება, რომელიც საქართველოში კიდევ დიდხანს ემახსოვრებათ, 21 წლის ასაკში მოაწყო. ყველას ახსოვს ჩვენება – შოუ, რომლის მთავარი აქსესუარი ბალიში იყო. ამ ერთმა დეტალმა ბევრისთვის უცნობი ბიჭის ცხოვრება მთლიანად შეცვალა და ძალიან მოკლე დროში მეგაპოპულარულ დიზაინერად აქცია. ახლა საქართველოს წელიწადში ერთხელ, საკუთარ დაბადების დღეზე სტუმრობს და ისევ, გრანდიოზული და უჩვეულო შოუებით ამახსოვრებს ხალხს თავს. დღეს, ბიჭოლა კიევში ცხოვრობს და პოპულარობით მსოფლიო სელებრითებს არ ჩამოუვარდება. მის სამეგობრო წრეში ბევრ ცნობილ ვარსკვლავს ნახავთ. რამდენიმე დღის წინ ბიჭოლა…

მეტი

საქართველო ოსკარზე რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმს – “შინდისი” წარადგენს

საქართველო ოსკარზე რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმს – “შინდისი” წარადგენს

საქართველო ოსკარზე რეჟისორ დიტო ცინცაძის ფილმს – “შინდისი” წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს. გადაწყვეტილება რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინო კრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12 კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო. გამარჯვებული ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით ოსკარის კამპანიაში ჩაერთვება და ამერიკის კინოაკადემიის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაში მოსახვედრად იბრძოლებს.

მეტი

გიორგი ცხადაძე და ლიზა კალანდაძე კონცერტს გამართავენ

გიორგი ცხადაძე და ლიზა კალანდაძე კონცერტს გამართავენ

2 აგვისტოს, პარასკევს, ლიზა კალანდაძის და გიორგი ცხადაძის ბენდის – “4+2” პრეზენტაცია გაიმართება. სხვადასხვა მუსიკალური პროექტების მონაწილეებმა გადაწყვიტეს ერთად გააგრძელონ მუსიკალური კარიერა და ამისთვის ბენდის შემდეგი შემადგენლობა შეკრიბეს: ლევან გიგაური – კლავიში, ბაჩო ამანათაშვილი – დრამი, მახო წარელიძე – ბას გიტარა და გიორგი ტავლალაშვილი გიტარა შეკრიბეს, ბენდის პროდიუსერია დეა ანდრონიკაშვილი. პრეზენტაციაზე, რომელიც მუსიკალურ სივრცესა და ბარში „ქაოსი“ გაიმართება, ბენდი ქართული და მსოფლიო ჰიტების შესრულებას გეგმავს.

მეტი

კახა აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

კახა აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა

კახა აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ამ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. კახა აბაშიძემ “დისნეიში” იტალიის, ესპანეთის, პორტუგალიის, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის, აფრიკისა და განვითარებული ბაზრების ვიცე-პრეზიდენტად ტელეარხების დისტრიბუციის დარგში მუშაობა 2008 წელს დაიყო. ის “დისნეის” ოფისს დღემდე თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში უძღვებოდა, სადაც მედიადისტრიბუციისგანვითარებას კურირებდა. “დისნეის” ახალი გენერალური დირექტორი ჯერ კიდევ რამდენიმე ათეული წლის წინ ფოქსის რუსულ წარმომადგენლობაში მოღვაწეობდა, სადაც ის კომერციული დირექტორის თანამდებობას…

მეტი

The Sony World Photography Awards 2019 – 7 საუკეთესო ფოტო

The Sony World Photography Awards 2019 – 7 საუკეთესო ფოტო

ნომინაცია – კრეატივი.  Dreamers and Warriors. ავტორი: მარტინ შტრანკა, ჩეხეთის რესპუბლიკა. ნომინაცია – კულტურა. Shadow Puppetry. ავტორი: პან იანჰუა, ჩინეთი ნომინაცია – მოძრაობა. Harmony. ავტორი: ქრისტი ლი როჯერსი, აშშ. ნომინაცია – პორტრეტი. Culture. ავტორი: ჰასან ტორაბი, ირანი.   ნომინაცია – მოგზაურობა. Whale Shark Encounter, Papua West, 2018. ავტორი: მარკო ზაფინიანი, იტალია. ნომინაცია – ბუნება. Untitled. ავტორი: გრეგ ლექერი, საფრანგეთი. ნომინაცია – არქიტექტურა.  The Mirrored Entrance Of Tokyu Plaza. ავტორი: კონორ ჰენდერსონი, ავსტრალია.

მეტი

დევიდ გარეტი საქართველოში კონცერტს 13 სექტემბერს გამართავს

დევიდ გარეტი საქართველოში კონცერტს 13 სექტემბერს გამართავს

ცნობილი მევიოლინე, დევიდ გარეტი, საქართველოს კულტურის პალატის ორგანიზებით, თბილისში კონცერტს გამართავს. მუსიკოსი დედაქალაქში ახალ ალბომს – Unlimited – Live 2019-ს წარადგენს. კონცერტი 13 სექტემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში შედგება. ბილეთების გაყიდვა დღეს, საღამოს რვა საათზე დაიწყება და მისი ღირებულება 80-დან 250-ლარამდე იქნება. ​

მეტი

თამთა გოდუაძე: ვწუხვარ, რომ 5 ადამიანის გამო, ჩემი ერის მართლება მომიწევს კვიპროსელებთან და ბერძნებთან

თამთა გოდუაძე: ვწუხვარ, რომ 5 ადამიანის გამო, ჩემი ერის მართლება მომიწევს კვიპროსელებთან და ბერძნებთან

ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე, “ევროვიზიის” 2019 წლის კონკურსზე ქართული ჟიურის მიერ დაწერილ ქულას დღეს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მომღერალი ამბობს, მას 5 თუ 10 ადამიანის გადაწყვეტილების გამო, კვიპროსელებთან და ბერძნებთან თავის მართლება მოუწევს. “ჩემო კარგებო, მინდა უღრმესი მადლობა მოგიხადოთ თქვენი მხარდაჭერისთვის და მინდა იცოდეთ, რომ ერთი წამით ეჭვი არ შემპარვია, რომ ჩემს გვერდით დადგებოდით! უამრავი თქვენგანი ბოდიშს მიხდის.  არ გაქვთ პირადად ჩემთან საბოდიშო არაფერი. ვწუხვარ, რომ ხუთმა, ათმა (თუ რამდენიც იყვნენ),  თავი გაგიხადათ საბოდიშო ჩემთან…

მეტი
1 2 3 4