დავით სერგეენკო: ხვალ სამინისტრო 10 ათასი კოლოფით შეავსებს „ტამიფლუს“ მარაგს

დავით სერგეენკო: ხვალ სამინისტრო 10 ათასი კოლოფით შეავსებს „ტამიფლუს“ მარაგს

“ჩვენ გავაკეთეთ შეკვეთა და ხვალ, დღის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტრო 10 ათასი კოლოფით შეავსებს თავის მარაგებს. ეს არის სავსებით საკმარისი იმისთვის, რომ ამ სეზონზე ნებისმიერ გამოწვევას ვუპასუხოთ”, – ეს განცხადება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პრესკონფერენციაზე გააკეთა. უწყების პირველი პირი, ამ წუთებში, მედიის შეკითხვებს პასუხობს და აცხადებს, რომ ამ პრეპარატის მარაგებს, სამინისტროს გარდა,  სააფთიაქო ქსელებიც შეავსებენ. “მარაგების რაოდენობა, რაც უნდა იყოს ქვეყანაში, ითვლება საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით. ამ ავადობის გრიპის დასაწყისისთვის,…

მეტი

თბილისში, სავარაუდოდ H1N1 ვირუსით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ H1N1 ვირუსით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა

თბილისში, სავარაუდოდ ღორის გრიპით, ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. 22 წლის სალომე ქემაშვილი, ერთი კვირის განმავლობაში, ყაზბეგის ქუჩაზე მდებარე ინფექციური საავადმყოფოს რეანიმაციაში იყო მოთავსებული. მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ამ ეტაპზე, ექიმები ვერ ადასტურებენ, გახდა თუ არა H1N1 ვირუსი ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით ეს ლაბორატორიულად შემოწმდება. სალომე ქემაშვილი, ქართველი კომპოზიტორის, მანანა იმედაძის რძალი იყო. გარდაცვლილს მცირეწლოვანი შვილი დარჩა.  

მეტი

სკოლების შემდეგ, არდადეგები ბაგა-ბაღებშიც გახანგრძლივდა

სკოლების შემდეგ, არდადეგები ბაგა-ბაღებშიც გახანგრძლივდა

თბილისის ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები კიდევ 1 კვირა გაგრძელდება, – ამის შესახებ განცხადება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაავრცელა. “თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებში ზამთრის არდადეგები 1 კვირით გახანგრძლივდება, შესაბამისად, სააღმზრდელო პროცესი, 14-ის ნაცვლად, 21 იანვარს განახლდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბაგა-ბაღებში გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. სააღმზრდელო პროცესის დაწყებამდე, თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღის შენობაში ჩატარდება გეგმიური სანიტარიული სამუშაოები, რომელიც მოიცავს დეზინფექციას, დეზინსექციას და დერატიზაციას”, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გრიპის ვირუსის გამო, სკოლებში…

მეტი

ვაკეში, სასწრაფო დახმარების მანქანა მუშებს დაეჯახა, დაღუპულია ერთი ადამიანი

ვაკეში, სასწრაფო დახმარების მანქანა მუშებს დაეჯახა, დაღუპულია ერთი ადამიანი

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, სასწრაფო დახმარების მანქანა მუშებს დაეჯახა. გარდაცვლილია 1 ადამიანი, ხოლო 12 – დაშავდა. არსებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების მანქანა მშენებლობასთან მდებარე ჯიხურს დაეჯახა, სადაც მუშები იყვნენ შეკრებილები. ერთ-ერთი დაშავებული მუშის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მეტი

გორში, ვირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გორში, ვირუსით 35 წლის ქალი გარდაიცვალა

გრიპის ვირუსით გარდაცვალების მორიგი შემთხვევა დაფიქსირდა გორში. კლინიკა “გორმედში” სულ ცოტა ხნის წინ, 35 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელიც კლინიკაში “ღორის გრიპის” ვირუსის ნიშნებით პარასკევს მოათავსეს. როგორც კლინიკის დირექტორი, დავით ყაზაიშვილი “რუსთავი 2”-თან საუბარში განმარტავს, მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, დღეს კი ფატალური შედეგი დადგა. – გორში, კლინიკა “გორმედში” ცოტა ხნის წინ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალი კლინიკაში გრიპის ვირუსის სიმპტომებით პარასკევს შევიდა. მოგვიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა, დღეს კი ფატალური შედეგი დადგა. ჯერ-ჯერობით, H1N1 ტიპის ვირუსი…

მეტი

გრიპის ვირუსმა საქართველოში 8 ადამიანი იმსხვერპლა

გრიპის ვირუსმა საქართველოში 8 ადამიანი იმსხვერპლა

H1N1 ტიპის ვირუსით საქართველოში უკვე 8 ადამიანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ადასტურებენ. ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ყველა შემთხვევაში, გარდაცვალების მიზეზი – სამედიცინო დაწესებულებისადმი პაციენტების დაგვიანებული მიმართვა და თანდართული დაავადებები იყო. გარდაცვლილთაგან ერთი ორსული ქალია, ერთ ახალგაზრდა მამაკაცს მძიმე პნევმონია ჰქონდა, დანარჩენ 6-ს კი – სხვა ქრონიკული დაავადებები. ჯანდაცვის სამინისტრო სოციალურად დაუცველებისა და ორსულებისთვის ანტივირუსული პრეპარატის – “ტამიფლუს” გაცემას, საკუთარი მარაგიდან, უსასყიდლოდ აგრძელებს. საჭიროების შემთხვევაში, ექიმის დანიშნულებით, პრეპარატის აღება მუნიციპალიტეტების…

მეტი
1 2 3