საქართველოში კორონავირუსით მე-4 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-4 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით მე-4 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი პაციენტი ბათუმის კლინიკა “მედალფაში” მკურნალობდა. როგორც კლინიკა “მედალფას” აჭარისა და გურიის რეგიონულმა დირექტორმა, ლევან ანთიძემ განაცხადა, პაციენტის გარდაცვალება 21:50 საათზე დაფიქსირდა. “დღეს 21:50 საათზე დაფიქსირდა პაციენტის გარდაცვალება, რომელიც 8 აპრილიდან იწვა ჩვენს კლინიკაში. მას კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა თანმხლები დაავადებები. შაქრიანი დიაბეტი, გულსისხლძარღვთა უკმარისობა და სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ, რომ გადაგვრჩინა. ის ქობულეთის კლასტერიდან იყო. 70 წლის ზევით ასაკისაა. ის 13 აპრილიდან მართვით სუნთქვაზე იყო გადაყვანილი”, – განაცხადა ანთიძემ.

მეტი

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვი 84-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რიცხვი 84-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან განკურნებული პაციენტების რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფექციური საავადმყოფს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განუცხადა. “7გამოჯანმრთელებული დაგვემატა ჯამში და გახდა 84. გამოჯანმრთელებულებში, 50-ზე მეტი ჩვენი პაციენტია”, – განაცხადა ეზუგბაიამ. ჯამში, საქართველოში COVID-19-ით 385 ადამიანია ინფიცირებული, აქედან 84 გამოჯანმრთელდა, ხოლო 3 გარდაიცვალა.

მეტი

ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

ბიძინა ივანიშვილმა StopCoV ფონდში 100 მილიონი ლარი ჩარიცხა

СOVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCov ფონდში შეტანილი თანხა 8 აპრილს 100 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა. “ფონდი ქართუს” გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა საზოგადოებრივ მაუწყებელს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ეს თანხა ფონდში ბიძინა ივანიშვილმა და მის ოჯახმა ჩარიცხა. “ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დონაცია StopCoV ფონდში 100 მილიონ ლარს შეადგენს. ბატონმა ბიძინამ სპეციალურად StopCoV ფონდისთვის 100 მილიონი ლარი „ქართუ ფონდში“ რამდენიმე დღის წინ ჩარიცხა და ეს თანხა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდის ანგარიშზე უკვე აისახა”, – განაცხადა ჩხეტიანმა. კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის…

მეტი

“წითელი ჯვარი” საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თბილისის მერიას მადლობას უხდის

“წითელი ჯვარი” საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თბილისის მერიას მადლობას უხდის

„წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის სახელით, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ეფექტური ნაბიჯების გამო, გულწრფელ მადლიერებას გამოვთქვამ“, – აცხადებს წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებების საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, ჯაგან ჩაპაგაინი. საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასადმი მიწერილ წერილში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ ზომებს დროულს, ეფექტურსა და პროფესიონალურს უწოდებს. ამასთან, თბილისის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობას მაღალ შეფასებას აძლევს. გენერალური მდივანი თავის მიმართვაში ყურადღებას ამახვილებს თბილისის…

მეტი

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში COVID-19-ით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში COVID 19-ით გარდაცვალების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, გარდაცვლილი 81 წლის ქალია. რატიანის განმარტებით, მეორე გარდაცვლილ პაციენტს, პირველის მსავსად, თანხმლები დაავადებები ჰქონდა. მკურნალობა გაიდლაინების მიხედვით მიმდინარეობდა, თუმცა დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი. “ქალბატონი, რომელიც გადმოყვანილ იქნა თბილისის ზღვის ჰოსპიტლიდან 3 რიცხვში მისი მდგომარეობა თავიდანვე შეფასდა, როგორც სიცოცხლესთან შეუთავსებელი, გემოდინამიკის რღვევით. ჩატარებული კვლევის შედეგად, გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, ანამნეზში გადატანილი ჰქონდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი, მოციმციმე არითმია, გულის ქრონიკული უკმარისობა. პაციენტი მკურნალობის გაგრძელების…

მეტი

გიორგი გახარია: “სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება”

გიორგი გახარია: “სიტუაცია მძიმდება, დაინფიცირების ტემპი უფრო და უფრო სწრაფი ხდება”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების შესამოწმებლად ორდღიანი ვადა მისცა. „დღეს სამწუხაროდ გვაქვს 18 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გუშინ გვქონდა 15. აშკარაა, რომ სიტუაცია, გარდა იმისა, რომ მძიმდება, ამასან ერთად, ტემპიც სულ უფრო და უფრო სწრაფი ხდება. ამიტომ დღეს ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ვხედავთ, რომ ძირითადი დატვირთვა გადადის ჯანდაცვის სამინისტროსა და ჰოსპიტალურ სექტორზე. ამიტომ ჯანდაცვის სამინისტრომ მიიღო დავალება ჰოსპიტალური სექტორის ძირითადი კლინიკების სრული მზაობის შესამოწმებლად უახლოესი ორი დღე გამოიყენოს და მეორე, პირველადი ჯანდაცვის, რასაც…

მეტი

100 ინფიცირებული საქართველოში / “დინამიკა შემაშფოთებელია” – გიორგი გახარია

100 ინფიცირებული საქართველოში / “დინამიკა შემაშფოთებელია” – გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ვირუსით ინფიცირების ზრდის დინამიკა შემაშფოთებელია. მისი თქმით, ქვეყანაში დღეს არსებული მდგომარეობით, არსებობს ინფიცირების სამი შემთხვევა, როცა დაავადების პირველწყაროს დადგენა ვერ მოხერხდა. „დღეს საბოლოო მონაცემებით, ჩვენ საქართველოში გვყავს უკვე 100 ინფიცირებული. იმის მიუხედავად, რომ ამასთან ერთად გვყავს 18 გამოჯანმრთელებული, ინფიცირების ზრდის დინამიკა არის შემაშფოთებელი. დღეს გვაქვს 3 შემთხვევა, რომლის წარმომავლობასაც ვერ ვადგენთ. მოგეხსენებათ, როდესაც მსგავსი ინფიცირების პირველი შემთხვევა იყო მარნეულში, ჩვენ საგანგებო ღონისძიებები მივიღეთ და მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. დღეს…

მეტი

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საქართველოში საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა. განცხადება ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე გააკეთა. გიორგი გახარიას განცხადებით, საყოველთაო კარანტინი ხვალ დილის 8 საათიდან დაიწყება. ამასთან ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი, მოქალაქეებს ქუჩაში გადაადგილება 21:00 საათიდან, დილის 6 საათამდე  აეკრძალებათ. ახალი გადაწყვეტილებით,  70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, აკრძალულია 3 პირზე მეტის შეკრება. როგორც გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა,…

მეტი

თენგიზ ცერცვაძე იტალიაში არსებული დრამატული ვითარების ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს

თენგიზ ცერცვაძე იტალიაში არსებული დრამატული ვითარების ერთ-ერთ მიზეზს ასახელებს

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე,  იტალიაში დრამატული ვითარების ერთ-ერთ მიზეზად, იტალიელი მედიკოსების მიერ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების სრული სიზუსტით შესრულებას ასახელებს. განცხადება ამის შესახებ, ცერცვაძემ სატელევიზიო გადაცემაში “რა დროს ძილია” გააკეთა. „ერთი საიდუმლო შემიძლია გაგიმხილოთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებული ვიყავით. ერთ საინტერესო მაგალითს გეტყვით. ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო….

მეტი

COVID19 / საქართველოში ინფიცირებული 91 ადამიანიდან, 18 გამოჯანმრთელდა

COVID19 / საქართველოში ინფიცირებული 91 ადამიანიდან, 18 გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 91 -მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4717 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 268 პირი. ინფორმაციისთვის, 91 ადამიანიდან 18 გამოჯანმრთელებულია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი, 91-ე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე მძიმე არ არის. მისი თქმით, ამჟამად კლინიკაში კვლავ 4 პრობლემური პაციენტი რჩება, რომელთაგან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. „ჯერჯერობით, კვლავ გვრჩება პრობლემური 4 პაციენტი, აქედან…

მეტი
1 2 3 4 9