კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთის“ და „ჯეოსელს“ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილების შეჩერებას სთხოვს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია „მაგთის“ და „ჯეოსელს“ ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილების შეჩერებას სთხოვს

კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს (“ჯეოსელი” და “მაგთი”) მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ავრცელებს. „კომისია შეისწავლის, რამდენად ადეკვატურად ხდება ორი მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორის მიერ ერთდროულად ფასების ცვლილება. კომუნიკაციების ეროვნული კომისია ორივე ოპერატორს მიმართავს, რომ საკითხის საბოლოოდ შესწავლამდე შეაჩერონ ტარიფების ცვლილება. ამასთან, ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ კომისიას კანონით მინიჭებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი გააჩნია, კომპანიების მიერ მიღებულ არაკანონზომიერ გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი რეაგირება მოახდინოს“,- აღნიშნულია კომუნიკაციების ეროვნული კომისიის…

მეტი

ნავთობის ფასი 11%-ით გაიზარდა

ნავთობის ფასი 11%-ით გაიზარდა

ნავთობის ფასი, ახალი წლიდან, 11%-ით გაიზარდა. ბარელის ღირებულებამ დღეს 59,87 დოლარს მიაღწია.  გასული წლის 31 დეკემბერს, ბარელი ნავთობი 53,8 დოლარი ღირდა. ნავთობის ფასის ასეთი მნიშვნელოვანი ზრდის მიზეზად, ანალიტიკოსები ოპეკი+ გადაწყვეტილებას ასახელებენ. ოპეკი და ის ქვეყნები, რომლებიც კარტელში არ შედიან, დეკემბრის დასაწყისში, ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ. ოპეკი+ გადაწყვეტილება ძალაში ახალი წლიდან შევიდა. გარდა ამისა, გაზეთი The Wall Street Journal, ოპეკის წარმომადგენელზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ საუდის არაბეთი Brent ნავთობის 1 ბარელის ფასის 80 დოლარამდე გაზრდას ცდილობს,…

მეტი

iPhone იმპერია საფრთხეშია

iPhone იმპერია საფრთხეშია

Apple-ს აქციები ჯერ კიდევ 3 თვის წინ 1,2 ტრლნ დოლარი ღირდა. ახალი წლისთვის კი მისი ღირებულება 750 მლდრ დოლარამდე შემცირდა. კომპანიაში აღიარეს, რომ საქმე არც ისე კარგად მიდის. Apple ამის მიზეზად ჩინეთში პროდუქციაზე შემცირებულ მოთხოვნას ასახელებს, რომელთანაც აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სავაჭრო ომს აწარმოებს. ექსპერტები კი ამბობენ, რომ პრობლემას უფრო ფართო სათავეები აქვს და თუ კომპანია სამოქმედო სტრატეგიას არ შეცვლის, iPhone-ის იმპერიას კრახი ელის. საფონდო ბაზარზე Apple ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი რალის ერთ-ერთი ლიდერია და პირველი…

მეტი

ნინო ლომჯარია: ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები

ნინო ლომჯარია: ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია თვლის, რომ მთავრობის ინიციატივა 600 000 მოქალაქისთვის სასესხო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით, სამართალდამცავი ორგანოების, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან, შესწავლას საჭიროებს. ომბუცმენი აცხადებს, რომ, ამ საკითხის ირგვლივ, “გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება”: “მოგეხსენებათ, ამომრჩევლის მოსყიდვა გულისხმობს კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მისი წარმომადგენლის, საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ნებისმიერი ფორმით გაღებულ ფინანსურ რესურსებს ამომრჩევლებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ამ ქმედებაში ნამდვილად ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები. მე არ მაქვს სრული წარმოდგენა და ინფორმაცია, თუ როგორ მოხდება ტექნიკურად ამ ვალების…

მეტი

ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა, – აცხადებენ კომპანია “ვივუსში”

ფინანსთა სამინისტრო ჩვენთან კონტაქტზე არ გამოსულა, – აცხადებენ კომპანია “ვივუსში”

ონლაინსესხების კომპანია „ვივუსში” აცხადებენ, რომ ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს წინადადებათა პაკეტი ორჯერ გაუგზავნეს, თუმცა მათთვის არავის უპასუხია. „დაახლოებით ორი კვირის წინ ჩვენ მივიღეთ ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თხოვნა, რომ გაგვეკეთებინა შეთავაზება ვადაგასული სესხების პატიება-გამოსყიდვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს ჩვენ გავუგზავნეთ მონაცემები და პირობები ჩვენი პორტფელის შესახებ, რათა მათ მიერ მომხდარიყო სესხების შესაძლო გამოსყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება. გასული კვირის დასაწყისში პორტფელის ნაწილზე ჩვენ კიდევ ერთხელ გავუგზავნეთ ფინანსთა სამინისტროს ელექტრონული ფოსტით ჩვენი წინადადება, რომელიც,…

მეტი

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას “ვალების განულების” თაობაზე ამომრჩევლთა მოსყიდვად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრის ინიციატივას “ვალების განულების” თაობაზე ამომრჩევლთა მოსყიდვად აფასებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ პრემიერ-მინისტრის ინიციატივას –  600 000 მოქალაქისთვის “ვალების ჩამოწერის” თაობაზე, “ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას” უწოდებენ და  საქართველოს პროკურატურას შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისკენ მოუწოდებენ. „ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმაურებით 19 ნოემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც 600 000 ამომრჩეველს ვალები ჩამოეწერება. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ინიციატივა, რომელიც ფონდი „ქართუს” მიერ განხორციელდება, სავარაუდოდ, წარმოადგენს ამომრჩეველთა მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევას, რომლითაც სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ. კერძოდ, 19…

მეტი

ეს ერთჯერადი აქტია – ფინანსთა მინისტრი “ვალების განულებასთან” დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ეს ერთჯერადი აქტია – ფინანსთა მინისტრი “ვალების განულებასთან” დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი აცხადებს, რომ მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს წინა ხელისუფლების დროს დანერგილი “უპასუხისმგებლო დაკრედიტების მოდელის” გამოსწორება დღეს უწევს. ფინანსთა მინისტრის თქმით, ამ მიზნით, მოქმედმა ხელისუფლებამ უკვე შეიმუშავა რეგულაციები და დანერგა თამაშის ახალი წესები, რაც “უპასუხისმგებლო კრედიტის” გაცემას და აღებას გამორიცხავს. “ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება. ამიერიდან პასუხისმგებლობა ორივე მხარემ: გამსესხებელმაც და მსესხებელმაც უნდა გაიზიაროს და თუ შემდგომში აღებული კრედიტის არგადახდა მოხდება, ამას არავინ წაახალისებს. ეს ერთჯერადი აქტია”, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ…

მეტი

მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს

მამუკა ხაზარაძე ქვეყანაში რევანშიზმის საფრთხეზე საუბრობს

თიბისი ბანკის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე პოლიტიკურ განცხადებას ავრცელებს და პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურს ეხმიანება. ხაზარაძის თქმით, ქვეყანა რთული რეალობის წინაშე დგას – “ეს არის რევანშიზმი, რომელსაც შეუძლია ქვეყნის განვითარება რამდენიმე წლით შეაფერხოს და გამოიწვიოს ქაოსი”. ბიზნესმენი აცხადებს, რომ ამის თქმის საფუძველს მისი კომპანიების მიმართ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აძლევს, მათ შორის, პარტია “ნაციონალური მოძრაობის”ლიდერის მხრიდან. ხაზარაძე წერს, რომ ანაკლიის პორტის ასაშენებელი ტერიტორია მისთვის “უფასოდ” არავის უჩუქებია და პროექტის განხორციელების უფლება მან…

მეტი

შემოსავლების სამსახურმა “ომეგა ჯგუფს” წარმოების განახლების ნებართვა მისცა

შემოსავლების სამსახურმა “ომეგა ჯგუფს” წარმოების განახლების ნებართვა მისცა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა “ომეგა ჯგუფის” ანგარიშს ინკასო მოხსნა. კომპანიამ წარმოება განაახლა და პროდუქციისთვის აქციზური მარკებიც შეიძინა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, “ომეგა ჯგუფი” ვალის მომსახურების ახალი გრაფიკისთვის წინადადებების პაკეტს ამზადებს. „26 ოქტომბერს, კომპანია „ოჯთ“-მ, სახელმწიფო ბიუჯეტში, კომპანიის მიერ დაგროვილი ვალის მომსახურების მიზნით, ჩარიცხა 1 მილიონი ლარი. კომპანიამ ითხოვა წარმოების განახლების ნებართვა, დაგროვებული ვალების ქმედითად მომსახურებისა და სამუშაო ადგილების შენარჩუნების მიზნით. შემოსავლების სამსახურმა გაითვალისწინა კომპანია ,,ოჯთ”-ს თხოვნა და კომპანიის ანგარიშს მოხსნა ინკასო, ასევე, ყადაღა მოეხსნა მხოლოდ საბრუნავ…

მეტი
1 2 3