EXCLUSIVE:იაპონიაში ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე დააკავეს

EXCLUSIVE:იაპონიაში ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე დააკავეს

“რეკორდერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, იაპონიის ქალაქ ოსაკაში, ძიუდოისტთა ახალაგზრდული ნაკრების მწვრთნელი, ოლიმპიური ჩემპიონი, ირაკლი ცირეკიძე დააკავეს. ინფორმაციას ცირეკიძის დაკავების შესახებ, ძიუდოს ფედერაციაში ჯერ-ჯერობით არ ფლობენ. ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილის განმარტებით, მსგავსს ინციდენტს ადგილი არ ჰქონია. “რეკორდერი” დაუკავშირდა საგარეო საქმეთა სამინისტროსაც და თავად ცირეკიძესაც, რომელიც ამ დროისთვის, პატიმრობიდან გათავისუფლებულია. ირაკლი ცირეკიძე უარყოფს დაკავების ფაქტს და აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ოსაკაში ცირეკიძის დაკავების ფაქტს ადასტურებს საქართველოს საგრეო საქმეთა სამინისტრო. “იაპონიში საქართველოს საელჩოში, ქ. ოსაკის სამართალდამცავი…

მეტი

თბილისი “ევროპრაიდის” რუქაზე მოინიშნა

თბილისი “ევროპრაიდის” რუქაზე მოინიშნა

“თბილისი პრაიდი” ევროპის პრაიდ ორგანიზაციების ასოციაციის – “ევროპრაიდის” და ასევე საერთაშორისო პრაიდ ასოციაციის –  “ინტერპრაიდის” წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას “თბილისი პრაიდი” ავრცელებს. შედეგად, ევროპულ პრაიდ რუკაზე უკვე თბილისიც გაჩნდა. “თბილისი პრაიდი” 18-23 ივნისს, LGBTQI  კვირეულს აანონსებს, რომლის ფარგლებშიც, დედაქალაქში, სხვადასხვა სახის ღონისძიებები და აქტივობები გაიმართება. კვირეულის ბოლოს, ღირსების აღლუმია დაგეგმილი.  

მეტი

ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობას და “ქართულ ოცნებას” ტოვებს

ეკა ბესელია საპარლამენტო უმრავლესობას და “ქართულ ოცნებას” ტოვებს

ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობა და “ქართული ოცნება” დატოვა. საგანგებო განცხადება მან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. “ძალიან რთული, ემოციური და საპასუხისმგებლო ის, რაც მინდა განვაცხადო. ძალიან რთულია ვთქვა, რომ მივდივარ იმ პოლიტიკური პარტიიდან, რომელიც დავაფუძნე ბიძინა ივანიშვილთან ერთად. რთულია, ვთქვა, რომ მივდივარ სწორედ იმ პოლიტიკური გუნდიდან იმ დრომდე, ვიდრე არ განვმარტავ სად მივდივარ. მივდივარ იქ, სადაც არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა. სადაც ჯერ კიდევ არის იმედი, რომ ამ ავბედით კოჰაბიტაციას არ გადაჰყვება როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ყოველი…

მეტი

SCANDAL: თურქეთში დაკავებულ 5 ქართველ ფეხბურთელს პირობითი სასჯელი შეუფარდეს

SCANDAL: თურქეთში დაკავებულ 5 ქართველ ფეხბურთელს პირობითი სასჯელი შეუფარდეს

თურქეთშის ქალაქ ანტალიაში დაკავებულ 5 ქართველ ფეხბურთელს პირობითი სასჯელი შეუფარდეს. მოსამართლემ გადაწყვეტილება გუშინ, გვიან ღამე მიიღო. “ცხინვალის” ფეხბურთელებს, ძიების დასრულებამდე ქვეყნის ტერიტორიის დაკავება ეკრძალებათ. ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ეჭვმიტანილი 5 ქართველი ფეხბურთელი 20 თებერვალს დააკავეს. როგორც თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური იუწყება, დაკავებულები “სპარტაკ ცხინვალის” (ქართულ კლუბს “ცხინვალი” ჰქვია. ეს მისი ძველი სახელწოდებაა/რედ.)  მოთამაშეები არიან, რომლებიც თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში რამდენიმე დღის წინ, ზამთრის შეკრებაზე გაემგზავრნენ. გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის…

მეტი

სფფ “ცხინვალს” მოუწოდებს, კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით, მიიღოს შესაბამისი ზომები

სფფ “ცხინვალს” მოუწოდებს, კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით, მიიღოს შესაბამისი ზომები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ანტალიაში, 5 ქართველი ფეხბურთელის დაკავებას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. ქართული ფეხბურთის მმართველო ორგანო მოუწოდებს “ცხინვალს”, აღნიშნული ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, კანონდამრღვევი პირების მიმართ შესაბამისი ზომები მიიღოს. “გვსურს, გამოვეხმაუროთ ქართულ და თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ქალაქ ანტალიის სავაჭრო ცენტრში ქურდობისათვის დააკავეს ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის – ცხინვალის ფეხბურთელები. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია – ფეხბურთის მმართველი ორგანო საქართველოში, რომლის ერთერთი მთავარი ფუნქციაა, არ დაუშვას ქართული ფეხბურთის იმიჯის შელახვა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე…

მეტი

SCANDAL: ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

SCANDAL: ანტალიაში 5 ქართველი ფეხბურთელი ქურდობისთვის დააკავეს

ანტალიის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, ქურდობაში ეჭვმიტანილი 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს. როგორც თურქული გამოცემა malatyaguncel.com და CNN-ის თურქული ბიური იუწყება, დაკავებულები “სპარტაკ ცხინვალის” (ქართულ კლუბს “ცხინვალი” ჰქვია. ეს მისი ძველი სახელწოდებაა/რედ.)  მოთამაშეები არიან, რომლებიც თურქულ შეკრებაზე, ანტალიის დაბა ბელექში რამდენიმე დღის წინ, ზამთრის შეკრებაზე გაემგზავრნენ. გამოცემების ცნობით, ქართველი ფეხბურთელები ანტალიის სავაჭრო ცენტრში, სპორტული აქსესუარების მაღაზიაში შევიდნენ. მაღაზიის დახურვის შემდეგ, კონსულტანტებმა აღმოაჩინეს, რომ მათ სპორტული ფეხსაცმელი, შორტი, შარვალი და მსგავსი 9 ნივთი აკლდათ, რის შემდეგაც პოლიციას გამოუძახეს….

მეტი

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის თეორიული შანსიც დაკარგა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა მატჩი, ირაკლიონში, საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით – 81:69 დამარცხდა. ორივე გუნდში საუკეთესო ქართველი გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც 26 ქულა დააგროვა. ამ მოგებით, ილიას ზუროსის გუნდმა მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც დაკარგა. ეროვნულ ნაკრებს ძირითად ეტაპზე მოსახვედრად ორივე შეხვედრა უნდა მოეგოთ, სერბებს კი  – ორივე წაეგოთ. შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩს, ქართველი კალათბურთელები 24 თებერვალს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართავენ. ესტონეთთან დაპირისპირება 19:00 საათზე დაიწყება. ფოტო: GBF

მეტი

კარლ ლაგერფილდის კატა მემკვიდრეობით 150 მილიონ ფუნტს მიიღებს

კარლ ლაგერფილდის კატა მემკვიდრეობით 150 მილიონ ფუნტს მიიღებს

ცნობილი გერმანელი დიზაინერის, კარლ ლაგერფილდის გარდაცვალების შემდეგ, მისი ქონება კატა შუპეტს დარჩება. ამის შესახებ, მსოფლიო მედია, ბოლო ორი დღეა, საუბრობს. “შანელის” სახლის კრეატიულ დირექტორს არ ჰყავდა ოჯახი და შვილები. მისი ერთადერთი მემკვიდრე კატაა, რომელმაც დღეს ინსტაგრამის პირად გვერდზე განცხადებაც კი “გამოაქვეყნა”. კატამ “მადლობა გადაუხადა” საზოგადოებას მათი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის. “მადლობა ყველას თანაგრძნობისთვის. ცივი და ახლა უკვე გატეხილი გულით ვგლოვობ. ვლოცულობ იმისთვის, რომ თქვენი კეთილი სიტყვები და სურვილები დამეხმაროს, რათა მამა კარლის გარეშე ვიცხოვრო და გავხდე…

მეტი

სანდრო ბრეგაძე: საქართველოში გეი-აღლუმი ვერასოდეს ჩატარდება

სანდრო ბრეგაძე: საქართველოში გეი-აღლუმი ვერასოდეს ჩატარდება

“ქართული მარშის” ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, “თბილისი პრაიდის” მიერ დაანონსებულ კვირეულს ეხმაურება და აცხადებს, რომ “ისინი არასდროს დაუშვებენ საქართველოში გეი-აღლუმების ჩატარებას”. სანდრო ბრეგაძის განცხადებით, “ქართულმა მარშმა” უკვე მიმართა მერიას და ივნისში, დედაქალაქის ხუთ მთავარ ქუჩას დაიკავებენ. “ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად მშვიდობიანები და ჩვენ არავის თმის ღერსაც არ ჩამოვუგდებთ. თუ ვინმე დაგვესხმება თავს, ამისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, რომ დაგვიცავენ. მათი, ყველას ადგილი არის გლდანის ნაგავსაყრელზე და ჩაატარონ იქ. პრაიდს კი არ ვაპროტესტებთ, ჩვენ ვაპროტესტებთ…

მეტი

“თიბისი” ეროვნულ ბანკს, ჯარიმის სახით, 1 მილიონ ლარს გადაუხდის

“თიბისი” ეროვნულ ბანკს, ჯარიმის სახით, 1 მილიონ ლარს გადაუხდის

“თიბისი ბანკი” ეროვნული ბანკის წინააღმდეგ სასამართლოში ყველა სახის დავას წყვეტს და მას, ჯარიმის სახით დაკისრებულ ერთ მილიონ ლარს გადაუხდის. “თიბისი ბანკისა” და ეროვნული ბანკის ერთობლივი განცხადება ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გავრცელდა. “თიბისი ბანკის” განცხადება “გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს…

მეტი
1 2 3 47