12 საათისთვის, ამომრჩეველთა აქტივობა 8.29%-ია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, იმ ოლქებში, სადაც საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, ამომრჩეველთა აქტივობამ, 12 საათისთვის 8,29% შეადგინა. ცესკოს სპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, 12 საათისთვის, ხმა 177 462 ამომრჩეველმა მისცა. “ყველაზე მაღალი აქტივობა იმერეთის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა, რაც 11,4%-ს შეადგენს. ხოლო ყველაზე დაბალი აქტივობა საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში დაფიქსირდა – 6,2%, რაც ჯამში 8321 ამომრჩეველია”, – განაცხადა იოსელიანმა.
მეტი