ტატო გრიგალაშვილის ტრიუმფი და ოქრო დოჰაში

წლის პირველ ტურნირზე, საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა, ყატარის დედაქალაქ დოჰაში, პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

ჩემპიონის ტიტული 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა (-81კგ) დაიმსახურა, რომელმაც ფინალამდე ძალიან ძლიერი მეტოქეები ჩამოიშორა, ჩემპიონობისთვის ბრძოლაში ჰოლანდიელი ფრანკ დე ვიტი დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

გრიგალაშვილმა, გასული წლის მიწურულს ევროპის ჩემპიონატიც მოიგო და ერთადერთი აღმოჩნდა ეროვნულ გუნდში, ვინც ამ ტიტულის მოპოვება შეძლო.

გუშინ, ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს, ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) ბრინჯაოს აღება მოახერხა.

  • 486
  •  
  • 0
  •  
  •