BBC – „ტოცილიზუმაბი“ და „სარილუმაბი“ -„კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს

BBC- ის ინფორმაციით, მეცნიერებმა „კოვიდ 19“-ის სამკურნალო ორი მედიკამენტი აღმოაჩინეს, რომელსაც პანდემიის დროს ინფიცირებულ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია.

„ტოცილიზუმაბი“ და „სარილუმაბი“ ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტებია,რომელთა შემოწმებაც მსოფლიოს ექვს ქვეყანაში უკვე მიმდინარეობს. ლონდონის საიმპერიო კოლეჯის მკვლევრის, პროფესორ ენტონი გორდონის განცხადებით, კვლევებმა აჩვენა, რომ მედიკამენტებმა შესაძლოა, ყოველი მე-12 პაციენტის სიცოცხლე გადაარჩინოს, რაც „დიდი ეფექტია“.

როგორც კვლევა აჩვენებს, მედიკამენტები მძიმე პაციენტებში სიკვდილიანობას 8.5 პროცენტით ამცირებს. გარდა ამისა, მკურნალობა აჩქარებს პაციენტების გამოჯანმრთელებას და ერთი კვირით ამცირებს კრიტიკული პაციენტების ინტენსიური თერაპიის ხანგრძლივობას. ორივე პრეპარატი თანაბრად მუშაობს და ემატება იაფ სტეროიდულ პრეპარატ „დექსამეტაზონს“, რომელიც სიცოცხლის გადამრჩენი პირველი საშუალება აღმოჩნდა.

ახალი მკურნალობის ღირებულება თითოეულ პაციენტზე, დაახლოებით 750-დან 1000 ფუნტ სტერლინგამდეა.

  • 1
  •  
  •  
  •  
  •