რა ვიცით COVID 19-ის ახალი სახეობის შესახებ – მუტირებული ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება

„რესპირაციულ ვირუსებს ახასიათებთ მუტაციები, ამიტომ ეს შტამი ახალი არ არის. ბრიტანეთში სექტემბერშიც დაფიქსირდა, უბრალოდ, ახლა მეტი დაკვირვების ქვეშაა. დაკვირვების საფუძველზე ნახეს, რომ უფრო მარტივად ვრცელდება. თუმცა არ ახასიათებს, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობდეს, კლინიკური გამოვლინება დაახლოებით იმავეა, ან კიდევ უფრო მსუბუქი. ასეთია ბრიტანელების და სხვა მეცნიერების პირველადი მონაცემები. შტამებზე დაკვირვება სულ მიმდინარეობს”, – აცხადებდ ამირან გამყრელიძე.

ინფორმაციისთვის, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი სახეობა აღმოაჩინეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაცით, იგი ”მჭიდრო კავშირშია” გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ წარმომადგენლებთან კორონავირუსის ახალი ვარიანტის გაჩენის გამო. მათივე ცნობით, ვირუსის ახალი ვარიანტი უფრო სწრაფად ვრცელდება, მაგრამ არ ითვლება, რომ ის უფრო მომაკვდინებელია.

  • 2
  •  
  •  
  •  
  •