საოჯახო კალათა სახლში მიტანით – ორჯერ დაბალ ფასად და მხოლოდ ბათუმში

PRMC-ის სოციალური მხარდაჭერის პროექტი აგრობიზნესისთვის - იყიდეთ პირდაპირ ფერმერებისგან!

პანდემიამ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აგრობიზნესით ირჩენდა თავს, მძიმე გამოწვევის წინაშე დააყენა. გლობალური პრობლემა ყველა სფეროზე აისახა, ყველაზე მეტად კი რეგიონებს გაუჭირდა, სადაც მეწარმეები და ფერმერები შემოსავალს ძირითადად მაინც ტურისტული ბიზნესის ხარჯზე იღებდნენ.

თენგიზ ხოზრევანიძე ბათუმელი მეწარმეა, ბოლო წლებია სასოფლო-სამურნეო კოოპერატივს ხელმძღვანელობს, რომელიც ბაზარზე ადგილობრივ ფერმერებთან ერთად წარმატებით მუშაობდა.

ხილ-ბოსტნეულის საბითუმო ბაზარი, ბათუმში, ა. ჩხაიძის 3 ნომერში მდებარეობს. პანდემიამდე მომხმარებელი ნამდვილად არ აკლდათ, რადგან ხილითა და ბოსტნეულით  სასტუმროებს, რესტორნებსა და სხვა სახის საკვებ ობიექტებს ამარაგებდნენ. მას შემდეგ რაც ტურისტული ბიზნესი გაჩერდა და ყველა ობიექტი დაიხურა, მეწარმეებს პრობლემები შეექმნათ, რასაც დაემატა საბანკო ვალდებულებები, რომელიც მათ აკისრიათ.

დღეს ისინი ცდილობენ უპასუხონ ახალ გამოწვევებს და ბათუმელებს პროდუქციის მიწოდების ახალ სერვისს სთავაზობენ.

ბათუმის მაცხოვრებლებს უკვე შეუძლიათ სახლიდან გაუსვლელად მიიღონ ხილ-ბისტნეულის საოჯახო კალათა, რომელიც სუპერმარკეტებში არსებულ ფასებზე ორჯერ ნაკლები ჯდება, თანაც შეკვეთა მისამართზე დაუყოვნებლად მიდის.

საოჯახო კალათში შედის: 25 კგ. კარტოფილი;  10 კგ.ხახვი;  5 კგ სტაფილო; 2 კგ ჭარხალი; 4 კგ. კომბოსტო; 5 კგ ვაშლი და 1 კგ ნიორი – ეს ყველაფერი  50 ლარი ღირს, დაახლოებით 2-ჯერ ნაკლები, ვიდრე სუპერმერკეტში ან ადგილობრივ მაღაზიაში.

საოჯახო კალათის გარდა შეგიძლიათ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი, ნებისმიერი სახის ხილი და ბოსტნეული, როგორც ბიოლოგიურად სუფთა და ადგილობრივი, ისე იმპორტირებული.

შეკვეთა შეგიძლიათ ტელეფონის ნომერზე – 599 58 97 62

სპეციალურ შეთავაზებებსა და პროდუქტების შესახებ სიახლეებს შეგიძლიათ გაეცნოთ სოციალურ ქსელში, სადაც ბათუმელმა მეწარმეებმა ახალი გვერდი შექმნეს – AGRO.GE.

 

მასალა მომზადებულია კომპანია PRMC სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის ფარგლებში.

  • 169
  •  
  •  
  •  
  •