გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

თამაზ (გეგა) გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე მეორე ვადით აირჩიეს.

საარჩევნო-საანგარიშო ყრილობა ფალავანთა კლუბში სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. გეგეშიძე ერთადერთი იყო, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა.

გეგეშიძის კანდიდატურას მხარი 22 დელეგატიდან ყველამ დაუჭირა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციას სწორედ გეგა გეგეშიძე უხელმძღვანელებს.

  • 263
  •  
  •  
  •  
  •