პანდემია და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა სახლიდან მუშაობის პირობებში

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის (World Economic Forum)  Future of Job Report-ის მიხედვით, Covid-19-ის პანდემიის პერიოდში, სამუშაოების 44% სახლიდან შესრულდება.  ბიზნეს ლიდერების 78% ფიქრობს, რომ ჰიბრიდული  და სახლიდან მუშაობის პრაქტიკა ნეგატიურ გავლენას მოახდენს პროდუქტიულობაზე, რადგან სახლიდან მუშაობისას „ციფრული მუშაობისა“ და პარალელურად, ბავშვებების მოვლა სტრესს ქმნის.

2020 წლის მაისის  სტენფორდის უნივერსიტეტის კვლევის მიხედვით, აშშ -ს  ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 42%, რომელიც  20-64 წლის ასაკობრივ ჯგუფს მიეკუთვნება, შტატების ეკონომიკის 2/3 ს ქმნის და მათი შემოსავალი 20000$ აღემატება,  სახლიდან მუშაობდა.  

Future of Job Report-ის მიხედვით,  ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, როგორცაა აშშ და შვეიცარია, დასაქმებულების 60%-ს სახლიდან სრულად მუშაობა არ შეუძლია. ეს მაჩვენებელი 80-90%-მდე იზრდება ისეთი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, როგორიცაა ეგვიპტე და ბანგლადეში. ამის მიზეზი ციფრული კომუნიკაციის ხელმისაწვდომობა და მათი ეკონომიკისთვის დამახასიათებელი სექტორების თავისებურებებია.

Future of Jobs Report-ის მიხედვით, დამსაქმებლების უმრავლესობა არ არის დარწმუნებული, რომ სახლიდან მუშაობა ან ჰიბრიდული (ხანს სახლიდან, ხან ოფისიდან) მოდელი გრძელვადიან პერსპეტივაში გაამართლებს, მიზეზები კი შემდეგია:

გავლენა პროდუქტიულობაზე

გამოკითხული მენეჯერების უმრავლესობა (78%) ფიქრობს, რომ სახლიდან მუშაობას თანამშრომლების პროდუქტიულობაზე ნეგატიური ეფექტი ექნება. მათი 22% კი თვლის ეფექტი ძალიან ნეგატიური იქნება, ხოლო  15% ფიქრობს, რომ დისტანციური მუშაობის შედეგად თანამშრომელთა პროდუქტიულობის მაჩვენებელი არ შეიცვლება ან პირიქით, გაზირდება კიდეც.

Future of Jobs Report ამ სკეპტიციზმის სამ სავარაუდო მიზეზი ასახელებს:

1)     Covid-19-ით ინფიცირების რისკთან ერთად დისტანციური მუშაობა ადამიანებისთვის დამატებითი სტრესი გახდა

2)     მაშინ, როდესაც ბაღები და სკოლები ვერ ფუნქციონირებენ, მშობლებს სამუშაოს შესრულების პარალელურად, ბავშვების მოვლაც უწევთ, რაც მათთვის დამატებით სტრესს წარმოადგენს.

3)     კომპანიები, რომლებსაც დისტანციური მუშაობის სტილზე გადავიდნენ, კვლავ ცდილობენ ერთიანი გუნდის აღქმის გამტკიცებას  და კომუნიკაციის ინტენსივობა გაზრდილია.

ფსიქიკური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა სახლიდან მუშაობის პირობებში

Future of Jobs Report- აღნიშნავს, რომ დისტანციურად მომუშავე ადამიანები მენტალური ჯანმრთელობის პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ, რადგან საცხოვრებელი პირობები, ციფრული კავშირის ხელმისაწვდომობა, სამუშაო გარემოს ცვლილება  რეალურ გამოწვევას ქმნის.  ამას გარდა,  სახლიდან მუშობის პარალელურად, ადამიანების უმეტესობას ბავშვების ან ოჯხის ასაკიანი წევრების მოვლა უწევს, რაც მათ მენტალურ ჯანმრთელობაზე კვლავ უარყოფითად აისახება. კვლევის მიხედვით, ის ადამიანები, რომლებიც ბავშვებსაც უვლიან და სახლიდან  მუშობენ, უფრო მეტად განიცდიან სტრესს ვიდრე ადამიანები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ და სახლიდან მუშაობენ.

დიდ ბრიტანეთში 2020 წლის მარტსა და აპრილში, მაშინ როცა ქვეყანაში კარანტინი პირველად გამოცხადდა,  ჩატარებული კვლევის მიხედვით, სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის მაჩვენებელი 8,1%-ით აღემატებოდა 2017-2019 წლების მაჩვენებელს .

პანდემიისა და დისტანციური მუშაობის პირობებში, მენეჯერებისთვის თანამშრომლების მენტალური ჯანმრთელობა პრიორიტეტული გახდა. The Future of Jobs Report-ის მიხედვით,   დისტანციურ სამუშაო პროცესზე გადასვლის შემდეგ, მენეჯერები  თანამშრომლების მენტალურ ჯანმრთელობას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. გამოკითხული მენეჯერების მესამედი (34%), ონლაინ გარემოში გუნდურობის განცდის შქმნას და მუშაობის შედეგად გამოწვეულ მენტალურ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს მუდმივი კომუნიკაციითა და ფსიქოლოგიური დახმარების შეთავაზებით.

როგორ შევძლებთ სახლიდან მუშაობასთან სრულ ადაპტაციას, ეს ისევ კვლევისა და დაკივრვების ობიექტია.  არსებული მონაცემების მიხედვით, სახლიდან პროფესიული საქმიანობის წარმრთვა და საოჯახო საქმეების გაძღოლა, ჯერჯერობით ადამიანების გაზრდილ სტრესთან ასოცირდება. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევბი, როდესაც ადამიანების გარკვეულ რაოდენობას სახლიდან მუშაობა და პარალელურად, ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია უფრო მეტად ეხმარება იყოს პროდუქტიული, მოტივირებული და ფიზიკურად ჯანმრთელიც კი.

 

წყარო :http://insource.ge/

  • 11
  •  
  •  
  •  
  •