19 წლის თეკლა თორდიას გარდაცვალების საკითხს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს

რატომ მოხდა პაციენტის გადაყვანის დაყოვნება და რატომ არ მოხდა თეკლა თორდიას დატოვება იმ საავადმყოფოში, სადაც სადიაგნოსტიკოდ იყო მიყვანილი? – როგორც ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა პირველ რიგში მას სჭირდება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

„მივუსამძიმრებ თეკლას ოჯახს და მთელ საქართველოს. ნამდვილად ტრაგიკული ფაქტი მოხდა. ამას ჯანდაცვის სამინისტრო ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებდით. გუშინ, მყისიერად, ჩემი დავალებით, რეგულირების სააგენტოს მხრიდან შეიქმნა ჯგუფი, რომელმაც მოიძია დოკუმენტაცია და მიმდინარეობს დოკუმენტაციის შესწავლა. ისინი ამასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ, როგორც კი გარკვეული დასკვნები გაკეთებული იქნება. თუ რა ხარვეზების გამო მოხდა მგავსი ლეტალური შედეგის დადგომა და ჩემი უშუალო ხელმძვანელობით ნამდვილად გაეცემა პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელსაც საზოგადოება ელის. ეს პასუხგაცემული კითხვები პირველ რიგში, მესაჭიროება მე იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღარ განმეორდეს.

სწორედ ამ საკითხს, თუ რატომ მოხდა დაყოვნება მსგავსი პაციენტის გადაყვანის და რატომ არ მოხდა თეკლა თორდიას დატოვება იმ საავადმყოფოში, სადაც ის იყო სადიაგნოსტიკოდ მიყვანილი, რეგულირების სააგენტო სწავლობს. ჩვენ ამასთან დაკავშირებით დეტალური პასუხები გვექნება. ასეთ მტკივნეულ საკითხზე ვარაუდებზე რომ არ ვისაუბროთ, საზოგადოებითვის და თქვენთვის უმჯობესია, რომ ყველა კითხვაზე დეტალური პასუხი გვქონდეს. ჩვენ პირველი წერტილიდან ბოლო წერტილამდე ამ პასუხებს საზოგადოებას მივაწვდით.

თეკლა თორდიას საქმეზე რეგულირების სააგენტო გამართავს ბრიფინგს, როგორც კი დასრულდება ყველა ყველა დოკუმენტაციის შესწავლა, რომელიც მათ აქვთ“,-განუცხადა ტიკარაძემ ჟურნალისტებს.

კორონავირუსით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას მამა რატი თორდია აცხადებს, რომ თეკლა თორდიას საავადმყოფოში გადაყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა. როგორც ის ყვება, გოგონა 6 დღის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვაზე იყო, შემდეგ კი გული გაუჩერდა.

  • 10
  •  
  •  
  •  
  •