თბილისის ზღვის ჰოსპიტალი ორმა შეიარაღებულმა პირმა დააყაჩაღა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. როგორც ირკვევა თავდამსხმელებმა საავადმყოფოს სალაროდან თანხა წაიღეს. მოხდა გასროლაც.

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი შავდიას განცხადებით, ჰოსპიტალი დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.

„ორი შეიარაღებული თავდამსხმელი იყო, რომელმაც გუშინ კლინიკა დააყაჩაღა. წაიღეს თანხა, შიგნით შემოვიდნენ, დაცვის ერთმა თანამშრომელმა გაუწია წინააღმდეგობა. ნახეთ, 3 ნატყვიარია. წაღებულია 3 ათას 500 ლარი“, -აცხადებს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი „ტვ პირველთან“ საუბარში.

  • 27
  •  
  • 0
  •  
  •