შეთავაზება მცირე ბიზნესს – საინფორმაციო მხარდაჭერა სრულიად უფასოდ

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში მოექცა. პანდემიის შესაჩერებლად შემუშავებულმა რეგულაციებმა მცირე ბიზნესს უდიდესი დარტყმა მიაყენა. ხშირ შემთხვევაში ისინი საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ ახერხებენ, ან ისეთ მძიმე ვითარებაში უწევთ მუშაობის გაგრძელება, რომ მხოლოდ თავის გადარჩენაზე ფიქრობენ, არათუ განვითარებასა და გაფართოებაზე.

პიარ საკონსულტაციო კომპანია PRMC პანდემიით დაზარალებული ბიზნესის წარმომადგენლებს უფასო კონსულტაციას და საინფორმაციო მხარდაჭერას სთავაზობს, რაც გულისხმობს მათი საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, საინფორმაციო მასალების მომზადებასა და ორი სხვადასხვა თემატიკის ინტერნეტპორტალზე განთავსებას.

კომპანიის დამფუძნებლები ფიქრობენ, რომ ამ გზით ისინი დაეხმარებიან მცირე ბიზნესს დაზოგონ სარეკლამო ხარჯი,  რაც ამ მძიმე ვითარებაში მათ ძალიან წაადგებათ, რადგან  ცნობადობის გაზრდით, მათი შემოსავალიც გაიზრდება და სამუშაო ადგილების შემცირების აუცილებლობა არ დადგება.

პიარ საკონსულტაციო კომპანია PRMC მცირე ბიზნესს სთავაზობს ორ ინტერნეტპორტალს, ესენია საინფორმაციო სააგენტო “რეკორდერი” / www.recorder.ge  და შემეცნებით-საინფორმაციო პორტალი  www.bebride.ge

უფასო საინფორმაციო მხარდაჭერისთვის, საჭიროა გქონდეთ მცირე ბიზნესი, იქნება ეს პატარა მეურნეობა, სილამაზის და ესთეტიკის ცენტრი, ონლაინ მაღაზია და სხვა.  სერვისის მისაღებად უნდა დაეკონტაქტოთ კომპანია PRMC – ის ადმინისტრაციას შემდეგ მისამართზე: office@prmc.ge  ან მიწეროთ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდებზე ამ ბმულების საშუალებით – fb recorderfb bebride   / PRMC

  • 87
  •  
  • 0
  •  
  •