პარლამენტის ბიუჯეტი 2021 წელს 4 მილიონით იზრდება და 64,7 მილიონ ლარს შეადგენს

საქართველოს პარლამენტისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი იზრდება.

2021 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, 2020 წლის ბიუჯეტთან შედარებით 4 მილიონი ლარით იზრდება საქართველოს პარლამენტის და მასთან არსებული ორგანიზაციების საბიუჯეტო დაფინანსება, რაც საბოლოო ჯამში 64,7 მილიონ ლარს შეადგენს.

2021 წელს არ იცვლება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსება და 2020 წლის მსგავსად 6,3 მილიონი ლარია,

უცვლელია საქართველოს საპატრიარქოს საბიუჯეტო დაფინანსებაც და  და 25 მილიონ ლარს შეადგენს.

შემცირდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2021 წლის ბიუჯეტი. მომავალ წელს ის 70,3 მილიონი ლარია, რაც დაახლოებით 2,3 მილიონი ლარით ნაკლებია 2020 წლის ბიუჯეტზე.

გაზრდილია და 69,2 მილიონ ლარს შეადგენს 2021 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება და 2020 წლის დამტკიცებულ გეგმას (68,7 მლნ ლარი) ნახევარი მილიონი ლარით აღემატება.

მიმდინარე წელთან შედარებით ნახევარი მილიონი ლარით იზრდება და 16 მილიონ ლარს შეადგენს მთავრობის ადმინისტრაციის საბიუჯეტო დაფინანსებაც.

41,4 მილიონი ლარია საქართველოს პროკურატურის საბიუჯეტო დაფინანსება.

60,4 მილიონი ლარი გამოყოფილია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის. 13,8 მილიონი ლარი საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის; 137,5 მილიონი ლარი კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის.

  • 31
  •  
  •  
  •  
  •