პანდემიის შესაჩერებლად მსოფლიოს მოსახლეობის 60-70 % უნდა აიცრას

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, იმისთვის, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ ინფიცირების მაჩვენებელზე დადებითად იმოქმედოს, მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 60-70 % უნდა აიცრას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ვაქცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კეტრინ ობრაიენმა ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ეს მონაცემი რამდენიმე მოდელირებულ კვლევას ემყარება.

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამ პოტენციურ ვაქცინაზე მიმდინარე კლინიკური ცდების დამაიმედებელი შედეგები გამოქვეყნდა. AstraZeneca-ს, Moderna-სა და Pfizer / BioNTech-ის მიერ შექმნილმა ვაქცინებმა მაღალი ეფექტურობა აჩვენეს.

  • 31
  •  
  •  
  •  
  •