შეზღუდვების შესახებ სოცქსელში, სქრინების სახით გავრცელებული ინფორმაცია ყალბია

დამატებით შეზღუდვებთან დაკავშირებით, გუშინ სოციალურ ქსელში სქრინების სახით გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთვარობის ადმინისტრაციაში არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში არაერთმა ადამიანმა მიიღო სქრინები შეზღუდვების შესახებ და მობილობის შემცირების სცენარი, რომელის გატარებასაც მთავრობა აპირებს. სქრინებში საუბარია 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე სრულ ჩაკეტვაზე, 2 დეკემბრიდან 2 იანვრამდე — შეზღუდვების ნაწილობრივ მოხსნაზე და 3 იანვრიდან 15 იანვრამდე ისევ სრულ ლოქდაუნზე, ხოლო 15 იანვრიდან — მხოლოდ შაბათ-კვირას.

კორონავირუსთან დაკავშირებით დამატებით შეზღუდვებს, მთავრობა დღეს  გამოაცხადებს.

  • 22
  •  
  •  
  •  
  •