6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური 200 ლარიანი დახმარების პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დახმარების პროგრამა პირველი იანვრიდან 6 თვის განმავლობაში ამოქმედდება იმ ადამიანებისთვისაც, რომლებმაც სამსახური დაკარგეს და მათ 6 თვის ჯამში 1200 ლარი დაერიცხებათ.

„მიზნობრივი პროგრამა ფორმალურად დასაქმებული ადამიანებისთვის, რომლებმაც დაკარგეს სამსახური, პირველი იანვრიდან დაიწყება თავიდან და გაგრძელდება 6 თვის განმავლობაში. ეს გახლავთ 1200 ლარი – 6 თვის განმავლობაში, 200 ლარი ყოველთვიურად. ყველა ის ადამიანი, რომელმაც ამ კრიზისში დაკარგა სამსახური, მიმართავს სახელმწიფოს, დამატებით მიიღებს დახმარებას 1200 ლარის ფარგლებში. წინა ტალღის პირობებში ამ დახმარებით ისარგებლა 125 000-მა ადამიანმა და ვფიქრობთ, რომ ახლაც მსგავსი ციფრი იქნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

  • 66
  •  
  •  
  •  
  •