ლევან რატიანი: “ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და მოვიდეს ის, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია”

“ძალიან მტკივა გული, რომ პაციენტებს, რომელთაც დახმარება სჭირდებათ, მათ ექიმები ვერ ეხმარებიან. ამიტომ, ყველამ უნდა დაივიწყოს ამბიცია, ვისაც არ შეუძლია, სახლში წავიდეს და ის მოვიდეს, ვისაც ამ პროცესის მართვა შეუძლია. ინფექცია გავრცელდა. ისე გავრცელდა, აჭრელდა მთელი სამყარო, 100 000 მოსახლეზე პირველი ვართ გავრცელებით. უნდა მოხდეს კომპლექსური მიდგომა” –  ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა გადაცემაში “პოლიტიკის ფორმულა” განაცხადა.

“ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან დავითრგუნე. როცა პაციენტი ან მისი პატრონი გიკავშირდება 112-ით და გთხოვს, რომ მიიღო პაციენტი და მას ვერ ეხმარება, ეს დამთრგუნველია ექიმისთვის…უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს. ამ ხალხს უნდა ვუშველოთ და მოვლა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის. ხვალიდან, იქნება მთავრობა, პოზიცია იქნება, ოპოზიცია იქნება უნდა დასხდნენ ყველა ერთად და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს ამ ვირუსისგან. ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა, თუ გავერთიანდებით ყველა ერთად, დამერწმუნეთ რომ ქვეყანა გადარჩება.”- აცხადებს ლევან რატიანი.

  • 28
  •  
  •  
  •  
  •