შემოდგომის ერთა თასი: ბორჯღალოსნები უელსთანაც უქულოდ დამარცხდნენ

შემოდგომის ერთა თასზე, საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა უელსთანაც ქულის გარეშე დაასრულა მატჩი და 18:0 დასრულდა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰლანეჰილში გამართულ მატჩშიც, თვიქენჰემის მსგავსად, ბორჯღალოსნები უქულოდ დამარცხდნენ, რაგბის კავშირი ირწმუნება, რომ ეროვნული გუნდი თამაშიდან თამაშამდე იზრდება.

“დასრულდა მატჩი ჰლანეჰლიში, სადაც უელსმა 18-0 სძლია ბორჯღალოსნებს. სამწუხაროა, რომ ამჯერადაც ქულა ვერ ავიღეთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუნდი თამაშიდან თამაშამდე იზრდება 🏉
დღევანდელ მატჩში შესამჩნევი იყო მოლით უკეთესი თამაში, მათ შორის დაცვაში. გარდა ამისა განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ბორჯღალოსნებმა ბევრად გააუმჯობესეს შეტევა, რაც განსაკუთრებით მეორე ტაიმში გამოჩნდა.

ამრიგად, გუნდი მატჩიდან მატჩამდე თამაშის ხარისხს აუმჯობესებს. წინ კი შემოდგომის ერთა თასის “ა” ჯგუფის ბოლო შეხვედრაა, რომელშიც ბორჯღალოსნები 29 ნოემბერს, ავივა სთედიუმზე ირლანდიას ერკინებიან.

აქვე, ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და გამხნევებისთვის, რაც შემოდგომის ერთა თასზე განსაკუთრებით იგრძნობა”, – წერია რაგბის კავშირის შემაჯამებელ პოსტში ფეისბუქის გვერდზე.

ფოტო: რაგბის კავშირი

  • 91
  •  
  •  
  •  
  •