თუშიშვილი და მატიაშვილი ევროპის ჩემპიონატის პრიზიორები არიან, ლიპარტელიანს წააგებინეს

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში, საქართველოს ნაკრებმა 1 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაასრულა.

შეჯიბრის ბოლო დღეს, ეროვნულმა გუნდმა სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. -90 კგ წონით კატეგორიაში, ბექა ღვინიაშვილმა იპონით ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილს სძლია. +100 კგ წონით კატეგორიაში კი გურამ თუშიშვილი და ლევან მატიაშვილი ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

ბრინჯაოსთვის ჭიდაობდა ნაკრების კაპიტანი, ვარლამ ლიპარტელიანი, მაგრამ მსაჯების შეცდომების ხარჯზე, ის სამი შიდოთი დამარცხებულად გამოცხადდა. აღსანიშნავია, რომ მესამე შიდო ლიპარტელიანს, საერთოდ გაუგებარია, რისთვის მისცეს.

ოქროს მედლით დაასრულა ევროპირველობა 20 წლის ტატო გრიგალაშვილმა. ვიცე ჩემპიონის ტიტულს ლაშა შავდათუაშვილი დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს, მეორე საშეჯიბრო დღეს, ლუკა მაისურაძე.

  • 79
  •  
  •  
  •  
  •