საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ხმა 562 664 ამომრჩეველმა მისცა

ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში, ამომრჩეველთა აქტივობამ 26,29% შეადგინა, რაც 562 664 ამომრჩეველია.

ცესკოს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ყველაზე მაღალი აქტივობა, აჭარის რეგიონში – 39,39% დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი ნაძალადევში – 20,04%.

ნათია იოსელიანის განცხადებით, ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა და ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათისთვის დაიხურა.

რაც შეეხება სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 80 სპეციალური უბნის 145 გადასატან ყუთს, ისინი უბნებზე 21:00 საათისთვის დაბრუნდა.

  • 40
  •  
  •  
  •  
  •