მორის ყვითელაშვილი მოსკოვის გრან პრის ეტაპის ვერცხლის მედალოსანია

მოსკოვში, “არენა მეგასპორტზე” მიმდინარე ფიგურული ციგურაობის გრან პრის მე-3 ეტაპზე დღეს მედლების კომპლექტი მამაკაცებს შორის გათამაშდა, სადაც, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა და ვერცხლის მედალს დაეუფლა.

გრან პრის მე-3 ეტაპზე, მამაკაცებს შორის 12 ფიგურული მოციგურავე მონაწილეობდა, აქედან უმაღლესი რეიტინგის მქონე 9 რუსი სპორტსმენი, რომელთაც მორის ყვითელაშვილმა მოკლე პროგრამაში აჯობა გუშინ და ლიდერის პოზიციაზე დაასრულა გამოსვლა.

ქართველმა მოციგურავემ საკმაოდ რთული პროგრამები წარმოადგინა მოსკოვის ეტაპზე და მთლიანად 5 ოთხმაგი ნახტომი შეასრულა ორივე პროგრამაში. სეზონის დასაწყის ეტაპზე, საკმაოდ რთული წინა სეზონისა და დღევანდელი არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მორის ყვითელაშვილის გამოსვლა ნამდვილად წარმატებული შედეგია, მე-2 ადგილი და ვერცხლის მედალი კი გრან პრის ფინალში მოსახვედრად, საკმაოდ ხმამაღალი განაცხადი.

პირველ ადგილზე რუსი მიხეილ კოლიადა გავიდა. მორის ყვითელაშვილმა, ორი პროგრამის ჯამში 275.80 ქულა დააგროვა და მეტოქეს, რომელსაც აშკარა იყო, რომ მსაჯები განსაკუთრებით ლობირებდნენ, რამდენიმე ქულით ჩამორჩა.

საქართველოს ფიგიურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, მარიამ გიორგობიანი ულოცავს დამსახურებულ წარმატებას მორისს და მომავალ სტარტზებზე ასეთივე ღირსეულ გამოსვლებს უსურვებს ფიგურული ციგურაობის ქართველი გულშემატკივრების საამაყოდ.

  • 88
  •  
  •  
  •  
  •