ბექა ღვინიაშვილმა ნიკოლოზ შერაზადიშვილს მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორია

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე, ბექა ღვინიაშვილმა, მესამე ადგილისთვის ფინალში, ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

ფინალში გამსვლელი შეხვედრა ღვინიაშვილმა სერბ მაიდოვთან წააგო და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში სწორედ შერაზადიშვილს დაუპირისპირდა და შეხვედრის დასრულებამდე 26 წამით ადრე მისი დაიპონება მოახერხა.

საქართველოს ნაკრებისთვის ღვინიაშვილის ბრინჯაო მეოთხე მედალია. ეროვნული გუნდის აქტივში, ოქროს, ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია.

დღესვე, მესამე ადგილისთვის, ვარლამ ლიპარტელიანი, გურამ თუშიშვილი და ლევან მატიშვილი იჭიდავებენ.

  • 61
  •  
  •  
  •  
  •