სერბეთის პატრიარქი ირინეოსი, 90 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა

Reuters-ის ინფორმაციით, სერბეთის პატრიარქი ირინეოსი კორონავირუსით გარდაიცვალა – ინფორმაცია ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა Instagram- ის ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა.

სერბეთის პატრიარქის ირინეოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა გუშინ დამძიმდა. 90 წლის ირინეოსს კორონავირუსი 4 ნოემბერს დაუდასტურდა, მას ბელგრადის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდნენ.

  • 18
  •  
  •  
  •  
  •