შეირაღებული თავდამსხმელი დაკავებულია, ყველა მძევალი თავისუფალია

ხელყუმბარით შეიარღებული თავდამსხმელი, რომელიც წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა, დაკავებულია.

გათავისუფლებულია ყველა მძევალი.

„რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების და ოპერატიული საგამოძიებო მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლადაა გათავისუფლებული და შეიარაღებული თავდამსხმელი დაკავებულია“,- განაცხადა ვაჟა სირაძემ.

შეგახსენებთ, თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „ემ – ბი – სი“ რამდენიმე საათის წინ პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა.

  • 29
  •  
  •  
  •  
  •