შეიარაღებულმა თავდამსხმელმა მოთხოვნები facebook live – ში გააჟღერა

თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი რამდენიმე წუთის განმავლობაშ facebook live-ში იყო ჩართული.

როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, თავდამსხმელი რომელიც ხელყუმბარით არის შეიარაღებული არაფხიზელ მდგომარეობაშია და სხვადასხვა მოთხოვნებს აჟღერებს.

„შეიკრიბოს საქართველოში ყველა პარლამენტარი და მიიღონ სამი კანონი. 1) აიკრძალოს საქართველოს მასშტაბით ყველანაირი აზარტული თამაშები, 2) ბანკებს მიეცეთ უფლება, 7 %-ში გასცენ სესხი, ვისაც არსებული სესხები აქვთ, გადაუტანონ 7%-ში. 3) ფარმაცევტულ კომპანიებს მივცეთ მხოლოდ 10% მოგების უფლება“, – აცხადებს თავდამსხმელი.

როგორც ხედავთ, თავდამსხმელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში ნიღბის გარეშეა შეჭრილი.

  • 34
  •  
  •  
  •  
  •