ნინო ლომჯარია – ასე იწყება ტერორიზმი!

“არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება- ასე იწყება ტერორიზმი!”, – ასე ეხმაურება სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე თავდასხმის ფაქტს.

„ახლა, როდესაც მძევლები თავისუფლები არიან, თავდამსხმელი დაკავებულია და არავის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ვიტყვი, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მძევლად აყვანის, ან შეიარაღებული თავდასხმის რომანტიზება, გამართლება, ან ირიბი მხარდაჭერის გამოცხადება. ასე იწყება ტერორიზმი!

სოციალურ და პოლიტიკურ მოთხოვნებზე სასაუბროდ, საჩხუბრად და საბრძოლველადაც არსებობს პარლამენტი და დღევანდელმა შემთხვევამ იქნებ დააფიქროს ყველა – პირველ რიგში ხელისუფლება და შემდეგ ოპოზიციაც, რა პერსპექტივა გველოდება უპარლამენტო ქვეყანაში (ერთპარტიულ პარლამენტში), სადაც ადამიანების გაუსაძლის ყოფაზე სასაუბრო სივრცეც კი არ იქნება“, – წერს ნინო ლომჯარია.

დღეს, წერეთლის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში „ემ ბი სი“  შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც 11 მძევალი აიყვანა.

პოლიციასთან რამენიმე საათიანი მოლაპარაკების შემდეგ თავდამსხმელმა ყველა  მძევალი გაათავისუფლა, თავად კი დააკავეს.

  • 55
  •  
  •  
  •  
  •