რუსთავში მე-7 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

საზარელი შემთხვევა რუსთავში. 3 წლის ბავშვი მაღალსართულიანი კორპუსის მე-7 სართულიდან გადმოვარდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. როგორც მეზობლები აცხადებენ, დილით ყვირილის ხმაზე გამოვიდნენ და ეზოში საზარელი სურათი დახვდათ. მათივე განცხადებით, ბავშვი დედამ კლინიკაში თავად გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.

  • 24
  •  
  •  
  •  
  •