რუსთავში მამაკაცმა 5 დღეში 7 ავტომობილი გაქურდა

რუსთავში 40 წლამდე მამაკაცი დააკევეს, რომელმაც  5 დღეში 7 ავტომობილი გაქურდა.

როგორც ირკვევა, მამაკაცი მარტო მოქმედებდა, ის აღებდა ავტომობილის ძრავის ხუფს და შემდეგ იპარავდა აკუმულატორს.

დაზარალებულების თქმით რუსთავის პოლიციამ ეჭვმიტანილი უკვე დააკავა. მას ბრალი წაუყენეს და სასამართლომ მამაკაცს პატიმრობა შეუფარდა.

  • 45
  •  
  •  
  •  
  •