აზერბაიჯანში 28 დეკემბრამდე “ლოქდაუნი” გამოცხადდა

ადგილობრივი მედიის ცნობით, აზერბაიჯანმა კორონავირუსის გამო დაწესებული სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 28 დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

ბაქოს მეტრო, რომელსაც ამჟამად მუშაობა შეწყვეტილი აქვს, კვლავ დაკეტილი რჩება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მთელი ქვეყნის მასშტაბით, შაბათ-კვირის განმავლობაში, წყვეტს მოძრაობას.

იკრძალება მომსახურების სერვისები ყველგან, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების, მათ შორის აფთიაქებისა და სასურსათო მაღაზიების გარდა. ამასთან, სავალდებულოა პირბადეების ტარება როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეებში.

აზერბაიჯანში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 21 ნოემბრამდე იყო გამოცხადებული.

  • 21
  •  
  •  
  •  
  •