საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 კოვიდინფიცირებული პაციენტი ემსხვერპლა

რუმინეთში, ნიამცის ოლქის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებული პაციენტები მკურნალობდნენ ხანძარი გაჩნდა.

BBC-ის ცნობით, ცეცხლი შენობის იმ ნაწილში გავრცელდა, სადაც ინტენსიური თერაპიის პალატა იყო განთავსებული და 16 ინფიცირებული მკურნალობდა.

ხანძარს სულ მცირე 10 ადამიანი ემსხვერპლა, რამდენიმე პაციენტის მდგომარეობა კი ამ დრომდე კრიტიკულია.

საავადმყოფოში ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.

  • 28
  •  
  •  
  •  
  •