BBC – ვაშინგტონში აქციაზე ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა

BBC-ის ინფორმაციით, ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა. ტრამპის მხარდამჭერებმა მრავალათასიანი საპროტესტო აქცია გამართეს. დემონსტრაციაში ათასობით ადამიანი მონაწილეობდა, რომელთა შორისაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების წევრებიც იყვნენ. აქტივისტთა განცხადებით, არჩევნები გაყალბდა და ამჟამად არსებულ შედეგებს არ აღიარებენ.

პარალელურად აქცია გამართეს ტრამპის მოწინააღმდეგეებმაც. BBC-ის ინფორმაციით, აქციების წევრებს შორის  რამდენიმე შეტაკება მოხდა. სამართალდამცავებმა 20 აქტივისტი დააკავეს.

ამერიკული მედიის ბოლო მონაცემების მიხედვით, “დემოკრატიული პარტიის” პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის 306 ხმა მიიღო, დონალდ ტრამპმა კი 232.

ტრამპი აცხადებს, რომ  არჩევნები გააყალბეს და ხმების საბოლოო დათვლამდე შედეგებს არ აღიარებს.

  • 24
  •  
  •  
  •  
  •