ირანში ალ-ქაიდას N2 ლიდერი, მის ქალიშვილთან ერთად ქუჩაში ჩაცხრილეს

the New York Times- ის ინფორმაციით, ისრაელის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ირანში ალ-ქაიდას #2 ლიდერი აბდულა აჰმედ აბდულა მოკლეს.

აბდულა აჰმედ აბდულა, იგივე  მუჰამედ ალ-მასრი, მოტოციკლზე მჯდომმა ორმა მამაკაცმა თეირანის ქუჩებში 7 აგვისტოს ჩაცხრილა.

მასრისთან ერთად მისი ქალიშვილიც მოკლეს, რომელიც „ალ-ქაიდას“ დამფუძნებლის, უსამა ბენ ლადენის შვილის, ჰამზას ქვრივი იყო.

როგორც გამოცემა წერს, მასრის მკვლელობა, რომელიც ალ-ქაიდას ამჟამინდელი ლიდერის, აიმან ალ-ზავაჰირის სავარაუდო მემკვიდრედ ითვლებოდა, დღემდე საიდუმლოდ ინახებოდა.

„„ალ-ქაიდას“ მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია, ირანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ფაქტი დამალეს და პასუხისმგებლობა საჯაროდ არცერთ მთავრობას არ აუღია,“- წერს the New York Times-ი. აბუ მუჰამედ ალ-მასრი აფრიკაში, აშშ-ის ორ საელჩოზე განხორციელებული ტერაქტების ორგანიზებაშია ეჭვმიტანილი.

  • 32
  •  
  •  
  •  
  •