შსს – თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით,”საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელი 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუაა.

ამ დროისთვის ესებუას სახლში ჩხრეკის ოპერაცია ტარდება. მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით შსს საპოლიციო ღონისძიებებს აგრძელებს. სისხლის სამართლის საქმეს, ტერაქტის კვალიფიკაცია მიეცა.

როგორც ვლადიმერ ბორცვაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ესებუას იდენტიფიცირება თავდასხმის ღამესვე მოხდა.

„მიმდინარე წლის 25 წოქტომბერს გავრცელებული განცხადების და მასში აღნიშნული მოწოდების მიუხედავად, გარკვეულმა მედიასაშუალებებმა ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის ფოტოების და ვინაობის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, იმაზე ადრე, ვიდრე ამას სამინისტრო დაადასტურებდა. ასეთი სიმძიმის დანაშაულზე ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად ინფორმაციის გავრცელება ხელს უშლის გამოძიების პროცესს, მიმდინარე და დაგეგმილ საპოლიციო ღონისძიებებს. ვინაიდან საზოგადოების ნაწილისთვის უკვე ცნობილია აღნიშნული პირის ვინაობა პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციული, სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თავდასხმაში მონაწილე იდენტიფიცირებული პირია 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.

მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით პოლიცია საგამოძიებო სამძებრო მოქმედებებს აქატიურად განაგრძობს“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მივე თქმით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა შენახვა ტარებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს საქართველოს ბანკის ზუგდიდის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა, რომელმაც მძევლები აიყვანა. ის ნახევარ მილიონ დოლარს, ასევე, ვერტმფრენს ან მანქანით, მძევლებთან ერთად ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების გარანტიას ითხოვდა. თავდამსხმელი მძევლის შუამავლობით ტელევიზიებს ვიდეოზარით დაუკავშირდა. მოთხოვნების შესასრულებლად თავდამსხმელმა პოლიციას 2 საათი მისცა, თუმცა დროის ამოწურვის შემდეგ მას საჯაროდ ახალი პირობები არ წამოუყენებია.

ღამის 11 საათისთვის თავდამსხმელმა სამ მძევალთან ერთად საქართველოს ბანკის ტერიტორია დატოვა და გაურკვეველი მიმართულებით წავიდა, დანარჩენი მძევლები კი სამართალდამცავებმა შენობიდან გამოიყვანეს. დილის ხუთი საათისთვის ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელმა სამივე მძევალი გაათავისუფლა და თავად გაიქცა.

მძევლების გარდა თავდამსხმელმა წაიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ავთანდილ გალდავა. შეიარაღებულ პირთან მოლაპარაკებებს ის აწარმოებდა

 

 

 

  • 111
  •  
  •  
  •  
  •